"აივანზე ბავშვები დამხვდნენ, შუათანამ მითხრა, ჯერ პატარა ჩაიყვანეო" - ვინ არის მეხანძრე-მაშველი, რომელმაც ცეცხლმოკიდებული ბინიდან 3 მცირეწლოვანი გამოიყვანა
"აივანზე ბავშვები დამხვდნენ, შუათანამ მითხრა, ჯერ პატარა ჩაიყვანეო" - ვინ არის მეხანძრე-მაშველი, რომელმაც ცეცხლმოკიდებული ბინიდან 3 მცირეწლოვანი გამოიყვანა
მეხანძრე-მაშველებმა გლდანის მასივში ერთ-ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე ცეცხლმოკიდებული ბინიდან 3 მცირეწლოვანი უვნებლად რამდენიმე წუთში გამოიყვანეს.

მეხანძრე-მაშველი, რომელმაც ცეცხლმოკიდებული ბინიდან მცირეწლოვანი ბავშვები დაიხსნა, 28 წლის გაგა გიგაშვილია.

როგორც kvirispalitra.ge-სთან საუბარში მეხანძრე-მაშველი აღნიშნავს, ცეცხლის ჩასაქრობად მისულს, ალმოკიდებული ბინის აივანზე სამი მცირეწლოვანი დახვდა:

- შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ორი ჯგუფი გამოვცხადდით. ღია ციცხლი იყო აივანზე, ფანჯრებზე. ერთი ჯგუფი სადარბაზოს კარების მხრიდან შევიდა ბინაში, მე მე-6 სართულიდან დავეშვი თოკით აივანზე.
ღია ცეცხლი იყო და სანამ ერთი ჯგუფი გარედან ცდილობდა ხანძრის ჩაქრობას და
ბინაში შეღწევას, მანამ მე ევაკუაციის მიზნით ჩამიშვა ედიშერ მარსაგიშვილმა. აივანზე ბავშვები დამხვდნენ, ბრიგადის წევრებმა გამიშალეს ავტოკიბე მათ ჩასაყვანად, შემდეგ გიორგი თვაურს, დავით მაისურაძეს და შმაგი გოგლიძეს ჩავაწოდე ბავშვები. ერთ-ერთ პატარას მოვარგე ჩემი აირბალონი და ჟანგბადი ვასუნთქე. განაგრძეთ კითხვა
3294
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
1111
0
გაიხაროს ამ ახალგაზრდამაც და მისმა სხვა კოლეგებმაც. ღმერთმა იღბალი და ჯანი მისცეთ
20:15 / 27-09-2020
ნინო
1
უბრალოდ გმირები...
18:30 / 29-08-2020
მსგავსი სიახლეები