"6 წლის წინ ამირან გურგენიძემ გოგო რომ მითხრა მესამეჯერ, გამოვედი და ჩემს ქმარს დავურეკე, რომელიც საქართველოში არ იყო, "გოგოა და თუ გინდა ბიჭის სახელი დაარქვი-თქო". აშკარად არ მოუხდებოდა. მერე ჩემმა დედამთილმა მთხოვა, მე დავარქმევ სახელსო, მინდა ჩემი დიდი ბებიის სახელი დავარქვაო, ლამის გული წამივიდა და გონებაში წარმოვიდგინე ბევრი სახელი, რომელიც შეიძლებოდა რქმეოდა მის
სულ მალე ევა 6 წლის გახდება და მოუთმენლად ელოდება თავის ფერად დაბადების დღეს. თვითონაც ფერადია და იცის, რომ დედ-მამა ყოველთვის ყველაფერს გააკეთებს, რომ მისი ცხოვრება სულ ფერადი იყოს, ტყუილად ხომ არ აგვირჩია მშობლებად".


