ხატია სიჭინავასა და რამაზ ნოზაძის შუათანა ქალიშვილი 6 წლის გახდა. ოჯახმა ეს დღე მეგობრებთან ერთად აღნიშნა. ხატიამ სოციალურ ქსელში გააზიარა ფოტოები ფოტოსესიიდან და გაიხსენა პატარა ევას დაბადება:
"6 წლის წინ ამირან გურგენიძემ გოგო რომ მითხრა მესამეჯერ, გამოვედი და ჩემს ქმარს დავურეკე, რომელიც საქართველოში არ იყო, "გოგოა და თუ გინდა ბიჭის სახელი დაარქვი-თქო". აშკარად არ მოუხდებოდა. მერე ჩემმა დედამთილმა მთხოვა, მე დავარქმევ სახელსო, მინდა ჩემი დიდი ბებიის სახელი დავარქვაო, ლამის გული წამივიდა და გონებაში წარმოვიდგინე ბევრი სახელი, რომელიც შეიძლებოდა რქმეოდა მის დიდ ბებიას. "ჩემს დიდ ბებიას ევანგელია ერქვაო", რომ მითხრა, გულში ვლოცავდი და მადლობას ვუხდიდი ევა ბებოს. მუცლიდან რომ ამოიყვანეს, მეგონა დეჟავუ მქონდა და გაბრიელას ვუყურებდი, ისე ჰგავდა და ასე შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში მესამე ანგელოზი, რომელმაც ჩვენ აგვირჩია მშობლებად.
სულ მალე ევა 6 წლის გახდება და მოუთმენლად ელოდება თავის ფერად დაბადების დღეს. თვითონაც ფერადია და იცის, რომ დედ-მამა ყოველთვის ყველაფერს გააკეთებს, რომ მისი ცხოვრება სულ ფერადი იყოს, ტყუილად ხომ არ აგვირჩია მშობლებად".