„თიბისის“ მხარდაჭერით თბილისის საბავშვო ფესტივალი ჩატარდება - მშობლები

„თიბისის“ მხარდაჭერით თბილისის საბავშვო ფესტივალი ჩატარდება

2020-08-31 07:46:01+04:00

„თი­ბი­სის“ მხარ­და­ჭე­რით, 5 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლის­ში სა­ბავ­შვო ფეს­ტი­ვა­ლი უკვე მე­სა­მედ გა­ი­მარ­თე­ბა. ფეს­ტი­ვალ­ზე მი­სულ ბავ­შვებს 12:00 სა­ა­თი­დან 20:00 სა­ა­თამ­დე შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, მათ­თვის და­გეგ­მილ სხვა­დას­ხვა სა­ხა­ლი­სო და შე­მოქ­მე­დე­ბით აქ­ტი­ვო­ბა­ში ჩა­ერ­თონ.

რო­გორც ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-სთან ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, ელე­ნე მარ­გიშ­ვი­ლი ამ­ბობს, სა­ბავ­შვო ფეს­ტი­ვა­ლი იმ მიზ­ნით შე­იქ­მნა, რომ მშობ­ლებ­სა და ბავ­შვებს ერთ სივ­რცე­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­ღოთ სა­ბავ­შვო სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ.

„სამი წე­ლია, წარ­მა­ტე­ბით ვა­ტა­რებთ სა­ბავ­შვო ფეს­ტი­ვალს. თა­ვი­დან იდეა გაგ­ვიჩ­ნდა იქი­დან, რომ არ არ­სე­ბობ­და პლატ­ფორ­მა, სა­დაც მშობ­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღებ­დნენ იმის შე­სა­ხებ, თუ რა ხდე­ბო­და სა­ბავ­შვო სფე­რო­ში. ამი­ტომ გაგ­ვიჩ­ნდა იდეა, გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა ისე­თი ფეს­ტი­ვა­ლი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ტე­რი­ტო­რი­ას ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით დავ­ყოფ­დით: ჯან­მრთე­ლო­ბა, გა­ნათ­ლე­ბა, სპორ­ტი, სტარ­ტა­პე­ბი და გარ­თო­ბა. მშობ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, კომპნი­ე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც სა­ბავ­შვო პრო­დუქ­ტებ­სა თუ მომ­სა­ხუ­რე­ბას გვთა­ვა­ზო­ბენ, მაქ­სი­მა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღონ. გარ­და ამი­სა, კომ­პა­ნი­ი­ე­ბის­გან იქ­ნე­ბა ბევ­რი ფას­დაკ­ლე­ბა, შე­მო­თა­ვა­ზე­ბა და სი­ახ­ლე. წლე­ვან­დე­ლი ფეს­ტი­ვა­ლი ფაქ­ტობ­რი­ვად, იმის და­სა­წყი­სია, რომ სა­მო­მავ­ლოდ კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა და დიდ მას­შტა­ბებს მი­აღ­წევს, სწო­რედ ესაა ჩვე­ნი მი­ზა­ნი. რო­გორც ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის­თვის, ისე - ყვე­ლას­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, ერ­თად ვიზ­რუ­ნოთ პა­ტა­რე­ბის­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­მართ სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ი­სა და სტარ­ტა­პის და­ინ­ტე­რე­სე­ბა წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა. შე­მიძ­ლია, ხაზ­გას­მით ვთქვა, რომ პირ­ველ წელს თუ გვი­წევ­და, ყვე­ლას­თვის აგ­ვეხ­სნა, თუ რა იყო სა­ბავ­შვო ფეს­ტი­ვა­ლი და რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, წელს უკვე თა­ვად კომ­პა­ნი­ე­ბი და მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ვე­ლე­ბი გვი­კავ­შირ­დე­ბი­ან და გვთხო­ვენ, რომ ამ პრო­ექ­ტში ჩავ­რთოთ, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა“, - აღ­ნიშ­ნავს ელე­ნე მარ­გიშ­ვი­ლი.

mshoblebi

სა­ბავ­შვო ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი გვიყ­ვე­ბა წლე­ვან­დე­ლი ფეს­ტი­ვა­ლის სი­ახ­ლე­ებ­ზე და იმა­ზე, თუ რას უნდა ელო­დონ ღო­ნის­ძი­ე­ბის­გან მშობ­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი.

„ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფეს­ტი­ვალს მთაწ­მინ­დის პარკში ვა­ტა­რებ­დით, შემ­დეგ მას­შტა­ბი გა­ი­ზარ­და და გა­დავ­წყვი­ტეთ, ლო­კა­ცია შეგ­ვეც­ვა­ლა. ამ­ჯე­რად, ფეს­ტი­ვა­ლი მუშ­ტა­ი­დის ბაღ­ში ჩა­ტარ­დე­ბა, რო­მე­ლიც ფეს­ტი­ვა­ლის მხარ­დამ­ჭე­რია და ძა­ლი­ან გვიდ­გას გვერ­დში, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად კარ­გად ჩა­ტარ­დეს.

სა­ბავ­შვო ფეს­ტი­ვა­ლის მხარ­დამ­ჭე­რი „თი­ბი­სია“. სა­ბავ­შვო ფეს­ტი­ვა­ლი­სა და „თი­ბი­სის“ სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა ახალ თა­ო­ბა­ზე ზრუნ­ვა და პა­ტა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­ჩე­ნაა. ამი­ტომ, „თი­ბი­სი“, რო­გორც ფეს­ტი­ვა­ლის მე­გო­ბა­რი, ტრა­დი­ცი­უ­ლად სა­კუ­თა­რი, სპე­ცი­ა­ლუ­რი სივ­რცით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, სა­დაც ღო­ნის­ძი­ე­ბის სტუმ­რებს არა­ერ­თი სი­ურ­პი­რი­ზი და აქ­ტი­ვო­ბა ელით.

„ახა­ლი თა­ო­ბის“ გუნ­დის მარ­კე­ტე­რი, ანო მა­ი­სუ­რა­ძე AMBEBI.GE-ს „თი­ბი­სი­სა“ და სა­ბავ­შვო ფეს­ტი­ვა­ლის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე ესა­უბ­რა.

„ ეს ფეს­ტი­ვა­ლი სა­ბავ­შვო ფეს­ტი­ვა­ლებს შო­რის ერ­თა­დერ­თი თუ არა, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ფეს­ტი­ვა­ლია, ამი­ტომ უკვე მე­სა­მე წე­ლია, მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ვართ.

ჩვენ­თვის, „თი­ბი­სის“ ბრენ­დის­თვის ახა­ლი თა­ო­ბა და მათ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. ვფიქ­რობთ, ესაა მო­მა­ვა­ლი, რომ­ლის­თვი­საც ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ - გა­ვუ­მარ­ტი­ვოთ და გა­ვუ­ხა­ლი­სოთ ცხოვ­რე­ბა, ხელი შე­ვუ­წყოთ მათ გა­ნათ­ლე­ბას და გან­ვი­თა­რე­ბას. ვცდი­ლობთ, ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი გვქონ­დეს რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის, ისე გარ­თო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან და სა­ინ­ტე­რე­სო ფეს­ტი­ვა­ლებ­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ვი­ყოთ მათი თა­ნამ­გზავ­რი“, - აღ­ნიშ­ნა ანო მა­ი­სუ­რა­ძემ.

mshoblebi

„თი­ბი­სის“ სივ­რცე­ში ბავ­შვებს მხი­ა­რუ­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მუ­ზე­უ­მი დახ­ვდე­ბათ, რო­მე­ლიც შე­მეც­ნე­ბი­თი და გა­სარ­თო­ბი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ნაკ­რე­ბი იქ­ნე­ბა ბავ­შვე­ბი­სა და მათი მშობ­ლე­ბის­თვის. პრო­ექ­ტზე „თი­ბი­სის“ და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის პარტნი­ო­რო­ბის ფარ­გლებ­ში, სტუ­დია „ილუსტრა­ტორ­მა“ იმუ­შა­ვა და 5 შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ვარ­ჯი­შო შექ­მნა, რო­მე­ლიც იმ თავ­გა­და­სავ­ლებს აღ­მო­გა­ჩე­ნი­ნე­ბენ, რომ­ლებ­ზეც ხში­რად გსმე­ნი­ათ, თუმ­ცა ჯერ არ აგხდე­ნი­ათ.ფეს­ტი­ვალ­ზე „თი­ბი­სის“ სივ­რცე­ში და­გეგ­მი­ლია 4 ვორკშო­პი, სა­დაც ბავ­შვე­ბი ნაკ­რებ­ში შე­სუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ად­გილ­ზე შეს­რუ­ლე­ბას შეძ­ლე­ბენ.

სა­ბავ­შვო ფეს­ტი­ვალ­ზე მუშ­ტა­ი­დის ბაღ­ში არა­ერ­თი გა­სარ­თო­ბი და შე­მეც­ნე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბა 6 ზო­ნა­ში იქ­ნე­ბა გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი: სპორ­ტუ­ლი ზონა მო­ი­ცავს სპორ­ტულ სკო­ლებს, სპორ­ტულ წრე­ებს, მუ­ნი­ცი­პა­ლურ სპორ­ტულ ა(ა)იპ-ებს; გა­ნათ­ლე­ბის ზო­ნა­ში წარ­მოდ­გე­ნილ­ნი იქ­ნე­ბი­ან საკ­ვი­რაო სკო­ლე­ბი, აკა­დე­მი­ე­ბი, სა­ხე­ლოვ­ნე­ბო წრე­ე­ბი; ჯან­მრთე­ლო­ბის ზონა და­ეთ­მო­ბათ ბავ­შვთა კვე­ბი­სა და ჰი­გი­ე­ნუ­რი პრო­დუქ­ცი­ის მწარ­მო­ებ­ლებს, ბავ­შვთა კლი­ნი­კებს, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­მუ­შა­ვე ა(ა)იპ-ებს; გარ­თო­ბის ზონა მო­ი­ცავს გა­სარ­თობ ცენ­ტრებ­სა და ტკბი­ლე­უ­ლის მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნი­ებს და კვე­ბის ობი­ექ­ტებს; სა­ბავ­შვო სტარ­ტა­პე­ბის ზო­ნა­ში წარ­მოდ­გე­ნილ­ნი იქ­ნე­ბი­ან სა­თა­მა­შო­ე­ბი­სა და ტან­საც­მლის მწარ­მო­ებ­ლე­ბი; კულ­ტუ­რუ­ლი ზონა კი მო­ი­ცავს კონ­ცერტსა და სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბას. სა­ღა­მოს 6 სა­ა­თი­დან და­ი­წყე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­კონ­ცერ­ტო ნა­წი­ლი, რო­მელ­ში ჯგუ­ფი „მარ­ტი­ვი გა­მო­სა­ვა­ლი“ მო­ნა­წი­ლე­ობს.

ფეს­ტი­ვა­ლის პარტნი­ო­რია წიგ­ნის გა­მომ­ცე­მელ­თა და გა­მავ­რცე­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცია. გა­მომ­ცემ­ლებს წელს პა­ტა­რებ­სა და მათ მშობ­ლებს აყ­მაწ­ვი­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე დიდ ფას­დაკ­ლე­ბებს შეს­თა­ვა­ზებს. ღო­ნის­ძი­ე­ბის მხარ­დამ­ჭე­რია თბი­ლი­სის მე­რია.

R