მხიარული ფესტივალი ტაივანში, ქალაქ სინჩჟუში კინაღამ დიდი ტრაგედიით დასრულდა. გიგანტურმა საჰაერო ბუშტმა 3 წლის გოგონა ათეულობით მეტრ სიმაღლეზე აიტაცა და გარკვეული დროის განმავლობაში ცაში აფრიალა. შემთხვევა გიგანტური ფრანების და საჰაერო ბურთების ფესტივალზე მოხდა.
ბავშვი, ბუშტის თასმებში გაიხლართა და მისგან თავის დაღწევა ვეღარ შეძლო. თვითმხილველებმა ვიდეოც გაავრცელეს, თუ როგორ დაფრინავს საჰაერო ბურთი ათეულობით მეტრის სიმაღლეზე და როგორ დააქროლებს აქეთ-იქეთ პატარას ყოველგვარი დაცვისა და კონტროლის გარეშე.
როგორც აღმოჩნდა, მშობლებმა გიგანტური ფრანი პატარა გოგონას დააჭერინეს, ბავშვი კი ვერ გაუმკლავდა მას და ძლიერი ქარის გამო საჰაერო აპარატმა ცაში აისროლა. გოგონა რამდენიმე წუთით პრაქტიკულად, ფრანთან ერთად დაფრინავდა.
საბედნიეროდ, ქარი შესუსტდა და აპარატი მშვიდობით დაეშვა. ბავშვიც ინციდენტს სერიოზული დაზიანებების გარეშე გადაურჩა.