გუშინ, 1 სექტემბერს, ჩვენი ქვეყნის რამდენიმე სკოლაში დაიწყო სწავლა. ასევე სწავლა დაიწყო მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებთან. განსაკუთრებული აჟიოტაჟი მოჰყვა ინტერნეტში რუსული სცენის პრიმადონას ალა პუგაჩოვას ფოტოებს. 71 წლის ალამ და მისმა ქმარმა მაქსიმ გალკინმა ტყუპი შვილი გააცილეს სკოლაში. ალა ისე გამოიყურებოდა, როგორც უფროსკლასელი გოგონა. კომენტარებში უწერდნენ, რომ დრო გააჩერა და სიბერე დაამარცხა.
მომღერალი გამუდმებით ცდილობს, ახალგაზრდული სტილი შეინარჩუნოს, სამოსიც ძირითადად ასეთი აცვია და კიდევ უფრო უსვამს ხაზს, თუ როგორი ახალგაზრდულია ამ ასაკშიც კი.