50 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსისა და 75 წლის მაიკლ დუგლასის ქორწინება მყარი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ როდესაც ქორწინდებოდნენ, ბევრი სკეპტიკურ უყურებდა ამ ფაქტს. წყვილი დღესაც ერთად ცხოვრობს, იდილიაში და უკვე წამოზრდილი შვილებიც ჰყავთ - 17 წლის კერისი და 20 წლის დილანი.
კერისს სამოდელო კარიერას უწინასწარმეტყველებენ მშვენიერი გარეგნობის გამო. დას არც ძმა ჩამორჩება. მათი ახალი ფოტო კეტრინმა ინსტაგრამზე ატვირთა და დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია. ფოტოს უამრავი მოწონება ხვდა წილად, კომენტარებში კი წერენ, რომ და-ძმა ულამაზესია და ორივე მშობლისგან საუკეთესო აქვთ აღებული.