4 სექტემბერს, ფილარმონიასთან მომხდარ აფეთქებას 26 წლი ახალგაზრდა, გიგა გრიგალაშვილი ემსხვერპლა. სამწუხაროდ, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა და მისი გადარჩენა ვერავინ შეძლო.
ამ დრომდე კლინიკაში რჩება ორი დაშავებული, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციაშია. გიგა გრიგალაშვილი ჟურნალისტ ნინო ომანაძის ძმისშვილი აღმოჩნდა. ნინომ მისი ფოტოები თავის "ფეისბუქგვერდზე" გამოაქვეყნა. გიგა დაოჯახებული იყო, მას მეუღლე და პატარა შვილი დარჩა. როგორც შევიტყვეთ, გიგა გრიგალაშვილი "მისტერ მასტერში" მუშაობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის და მისი თანამშრომლები კლუბ "დეჟავუში" კონდინციონერს ამონტაჟებდნენ და სწორედ ამ დროს აფეთქდა ჟანგბადის ბალონი. მთელი დღე სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ და ტრაგედიის მიზეზებს არკვევდნენ. გამოძიება უკვე დაწყებულია. გიგა გრიგალაშვილი თავდაცვის სამინისტროს პრესამსახურის თანამშრომლის, ხათუნა ნოზაძის თანაკლასელის შვილი აღმოჩნდა. როგორც შევიტყვეთ, მისგან გაიგო ოჯახმა ეს საშინელი ამბავი.
ხათუნა ნოზაძე:
- შოკში ვარ, იმის დაჯერება მიჭირს, რომ 26 წლის ულამაზესი ბიჭი ცოცხალი აღარ არის. თქვენ არ იცით, როგორი ახალგაზრდა დაკარგა ქვეყანამ. ძალიან ნიჭიერი, სიცოცხლით სავსე, მშრომელი, თბილი და გამორჩეული ახალგაზრდა. განაგრძეთ კითხვა