26 წლის ამერიკელმა ქალმა ბავშვი 25 წლის გაყინული ემბრიონისგან გააჩინა. ისინი ფაქტობრივად ტოლები არიან.
თინა გიბსონი ტენესიდანაა და პირველად გახდა დედა. გოგონას ემა დაარქვეს. ის 1992 წლის 14 ოქტომბერს გაყინული ემბრიონისგან დაიბადა.
გაყინული ემბრიონისგან დაბადებულ ბავშვებს ხშირად " თოვლის ბავშვებს" ეძახიან. დონორები ინვიტრო განაყოფიერებას გადიან. ამ დროს ზოგჯერ არასაჭირო ემბრიონი რჩება, რომელსაც ყინავენ და შემდეგ იყენებენ.
ექიმი ჯეფრი კინანი, რომელმაც ემბრიონის გადანერგვა ჩაატარა, ირწმუნება, რომ სამედიცინო ფაილებში მსგავსი შემთხვევა არ არსებობს. ამიტომ, შეგვიძლია ახალ რეკორდზე ვისაუბროთ. თინას ემბრიონი დედის დაბადებიდან ორიოდე წლის შემდეგ გაჩნდა.