ღუდუშაურის კლინიკის გვერდზე ხშირად ქვეყნდება ინფორმაცია პატარების შესახებ, რომელთაც დაბადებისას ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა ჰქონდათ ან ნაადრევად გადაწყვიტეს დაბადებულიყვნენ და მათ კლინიკაში საჭირო დახმარებას უწევენ. სწორედ ასეთი გოგო არის მილა, რომელიც 1750 გრამს იწონიდა დაბადებისას. პატარამ 2 თვე გაატარა ღუდუშაურის სპეციალურ განყოფილებაში და დღეს უკვე 1 წლის ჯანმრთელი გოგოა. ასე აღნიშნა პატარა მილამ პირველი დაბადების დღე მის პირველ მეგობრებთან ერთად.
"ჩემო მილალა, ჩემო რბილობო, ეს შენი პირველი სახლია, შენი დედიკოები, ვინც გივლიდნენ მთელი 2 თვე
1 წლის უკვე შენი ფეხუცებით მიხვედი მათთან...
რამდენი წლისაც არ უნდა გახდე, ყოველ შენს დაბადების დღეზე უნდა მიხვიდე ღუდუშაურის კლინიკაში და ყოველთვის მადლობა გადაუხადო ამ გუნდს, იქ მყოფ პატარებს კი აუცილებლად მიუტანო, რაც მათ სჭირდებათ.
მეც შენთან ერთად გავიზარდე ღუდუშაურში, შვილალა.
უდიდესი მადლობა, ჩემო გმირებო. ვინც არ დამხვდით, გეფერებით ყველას - ექიმებს, ექთნებს, სანიტრებს.
შორენა ჭანკვეტაძე - მთავარო გმირთა გმირო, მადლობა, რომ ასეთი შესანიშნავი გუნდი გყავს. მიყვარხარ მთელი ორგანიზმით.
მადლობა დირექციას, რომ გამონაკლისი დაუშვა და ჩემი იდეის განხორციელების უფლება მომცა", - წერს მილას დედა კატო კაპანაძე.