"5 ჯგუ­ფუ­რი შემ­თხვე­ვა თბილისში ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ქორ­წი­ლი­დან გვაქვს" - უნდა ველოდოთ თუ არა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას - მშობლები

"5 ჯგუ­ფუ­რი შემ­თხვე­ვა თბილისში ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ქორ­წი­ლი­დან გვაქვს" - უნდა ველოდოთ თუ არა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას

2020-09-08 07:44:01+04:00

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი 45 შემ­თხვე­ვი­დან 3 პა­ცი­ენ­ტის ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო უც­ნო­ბია.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 45 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან 23 აჭა­რას უკავ­შირ­დე­ბა.

„დაგ­ვე­მა­ტა 45 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და გვაქვს 1729 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. 45 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­დან 3 არის „დო­ნას“ კლას­ტე­რი, 19 არის კონ­ტაქ­ტი და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვას­თან, 4 არის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი „ავერ­სის“ კლი­ნი­კი­დან, 4 იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლია, ერთი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღო­ლია, 12 არის აჭა­რა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რი­ით, 3 ინ­ფი­ცი­რე­ბულ­ზე ეპიდკვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს წყა­როს დად­გე­ნის და კონ­ტაქ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბის მიზ­ნით. 45 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან 23 უკავ­შირ­დე­ბა აჭა­რას. 5 ჯგუ­ფუ­რი შემ­თხვე­ვა გვაქვს ამ 45-ში, ჯგუ­ფუ­რი გახ­ლავთ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ქორ­წი­ლი­დან თბი­ლის­ში.

გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მხო­ლოდ 6-ით გა­ი­ზარ­და და 1321 გახ­და. გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 76%-ია“, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ

ისევ გა­მო­ცხად­დე­ბა თუ არა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რას ამ­ბობს კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის სტა­ტის­ტი­კა და რო­გო­რია სა­ხელ­მწი­ფოს მზა­ო­ბა ვირუ­სის მზარდ შემ­თხვე­ვებ­თან გამ­კლა­ვე­ბის თა­ვა­საზ­რი­სით - ამ კი­თხვე­ბით AMBEBI.GE -მ სპე­ცი­ა­ლის­ტებს მი­მარ­თა.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა არ ნიშ­ნავს სა­ხი­ფა­თო გავ­რცე­ლე­ბას, ახა­ლი ტალ­ღის და­წყე­ბას ან სა­გან­გა­შო სუ­რათს. დნო­ბით, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის ან შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ იკ­ვე­თე­ბა.

დღეს ქვე­ყა­ნა კვლა­ვაც რჩე­ბა მწვა­ნე ზო­ნა­ში. ეს გა­მო­ით­ვლე­ბა 100 ათას მო­სახ­ლე­ზე ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით. ბოლო ორი კვი­რის ჯა­მუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, არის 7-ი 100 ათას მო­სახ­ლე­ზე. ათის ჩათ­ვლით ეს ით­ვლე­ბა რომ არის მწვა­ნე ზონა, იმ მო­დელ­ში, რო­მე­ლიც ჩვენ დღეს გვინ­და საბ­ჭოს გა­ვუ­ზი­ა­როთ, ყვი­თე­ლი ზონა არის 100 ათას მო­სახ­ლე­ზე 10-30 შემ­თხვე­ვამ­დე, 30 შემ­თხვე­ვის ზე­მოთ უკვე იგუ­ლის­ხმე­ბა წი­თე­ლი ზონა." - განაცხადა გაბუნიამ.

წაიკითხეთ სრულად