სიახლეებიკალეიდოსკოპი
"შეძრულია მთელი სკოლა, ყველა მოსწავლე თუ კურსდამთავრებული" - ლისის ტბაზე ავარიის შედეგად გარდაცვლილ 12 წლის მოზარდს სკოლა ემშვიდობება
 "შეძრულია მთელი სკოლა, ყველა მოსწავლე თუ კურსდამთავრებული" - ლისის ტბაზე ავარიის შედეგად გარდაცვლილ 12 წლის მოზარდს სკოლა ემშვიდობება

რამდენიმე დღის წინ ლისის ტბასთან ქვეითად მოსიარულე 12 წლის მოზარდს პატრულის მანქანა დაეჯახა. ბავშვი საავადმყოფოში გადაყვანისას მალევე გარდაიცვალა. ის თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის N23 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. სკოლა მშობლებსა და ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს:

"რამდენიმე დღეც და სასწავლო წელი დაიწყება. ჩვენი სკოლისთვის უდიდესი ტრაგედიით...
რამდენიმე დღეა ვცდილობთ, რაღაც ფორმით გამოვხატოთ დამოკიდებულება მომხდარი ფაქტისადმი, თუმცა გვიჭირს ძალიან...
ალბათ ყველა სიტყვა ფუჭია...
რამდენიმე დღე N23 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები მივდიოდით ერთ ქუჩაზე, ერთ ულამაზეს ოჯახში...
და ვემშვიდობებოდით ჩვენს მზე -
ბიჭს, - მათე გოგიას, მხიარულ და საყვარელ ბიჭს.
ის გაუგებრობის და დაუდევრობის მსხვერპლია.
შეძრულია მთელი სკოლა, ყველა მოსწავლე თუ კურსდამთავრებული.
არ არსებობს დასამშვიდებელი სიტყვები, რომელიც შეიძლება ვუთხრათ შოთიკოს და სალომეს, მათეს მშობლებს, არც ერთს ფასი არ ექნება ...
უბრალოდ ძალიან გთხოვთ - გაუძელით!
ჩვენ - მასწავლებლები, მათესა და ლუკას თანაკლასელები თუ მეგობრები, მშობლები , ყველანი ვართ თქვენს გვერდით, ლუკას გვერდით...
ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას....
და გაიზიარეთ ჩვენი - სკოლის მწუხარება : მათე ბიჭი წავიდა ჩვენგან!
წავიდა მეგობრებზე უზომოდ შეყვარებული ბიჭი... დედისა და მამის გულის ნაწილი, ლუკას დიდი ტკივილი.....
ძალიან მწარე ხარ, შვილო...."- აღნიშნულია განცხადებაში.

პოლიციელი უკვე დააკავეს, ხოლო გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბეჭდვა