როგორ მივაჩვიოთ ბავშვი მყარ საკვებს
როგორ მივაჩვიოთ ბავშვი მყარ საკვებს
1 წლიდან ბავშვები ეტაპობრივად გადადიან მოზარდების კვების რაციონზე, რაც უფრო მრავალფეროვან მენიუსა და მეტ მყარ საკვებს გულისხმობს. თუმცა ეს მარტივი ნამდვილად არ არის. ბავშვებს უჭირთ ახალ საკვებთან ადაპტაცია, „ეზარებათ“ ღეჭვა, არ სიამოვნებთ მრავალფეროვანი არომატები და კვლავ რძე და ფაფა ურჩევნიათ. თუმცა ერთი წლის და უფრო მოზრდილი ბავშვისთვის მხოლოდ ეს საკვები საკმარისი აღარ არის სრულფასოვანი ზრდა-განვითარებისთვის, ამიტომ ხშირად მშობლებს უწევთ დაძალება, ეს კი მეტად უსიამოვნო პროცესია როგორც პატარებისთვის, ისე უფროსებისთვის.

ამ პერიოდში მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის საკვებ რაციონში ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი
მეტი პროდუქტი იყოს და შეზღუდოთ ტკბილეული, რომელიც არაჯანსაღი კალორიების წყაროა.
mshoblebi
მნიშვნელოვანია თავად ჭამის პროცესიც. საწყის ეტაპზე პატარას სურვილის შემთხვევაში მიეცით საშუალება, ხელით მიირთვას საკვები, რომ კარგად შეისწავლოს სხვადასხვა ტიპის პროდუქტი. შემდეგ კი ეტაპობრივად მიაჩვეთ ჩანგალსა და კოვზს. ეს მათ დამოუკიდებლობისა და თავდაჯერებულობის გრძნობას შესძენს და მეტი სურვილი ექნებათ, რომ სხვადასხვა კერძი გასინჯონ.

ბავშვი უკეთესად შეჭამს, თუ ის თავად აირჩევს, რა ჭამოს. ამ დროს მას უნდა შესთავაზოთ რამდენიმე ჯანსაღი კერძი და ის თავად გააკეთებს არჩევანს. თქვენც კმაყოფილი იქნებით, რომ ბავშვმა სასარგებლო საკვები მიიღო და ისიც თავდაჯერებული იქნება, რომ თავად გადაწყვიტა, თუ რა ეჭამა.

რძე 1 წლიდან ასაკის ბავშვებისთვის

არ იფიქროთ, რომ ბავშვი თუ ერთი წლის გახდა, მას რძე აღარ სჭირდება. რძე მოზარდის კვების რაციონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან შეიცავს კალციუმსა და D ვიტამინს. აღნიშნული ვიტამინები კი ძვლების ზრდისთვისაა აუცილებელი. ნელ-ნელა მიაჩვიეთ რძის ჭიქიდან დალევას.
mshoblebi

მყარ საკვებზე გადასვლის პროცესი

აღნიშნულ პროცესში პირველ ეტაპზე ძალიან დაგეხმარებათ შედარებით მყარი ფაფები. შეგიძლიათ ბავშვებს შესთავაზოთ „ჰეინცის“ ფაფა “ლუბაპიშკა“ 12 თვიდან, რომელსაც რამდენიმე სახეობა აქვს, მათ შორის, 2 სახეობა რძიანი ფაფა ხილით და 2 სახეობა იოგურტი ხილით. სხვა ფაფებისგან განსხვავებით, აღნიშნული პროდუქტი გამოირჩევა იმით, რომ მსხვილად დაჭრილი ხილის ნაჭრებითა და მარცვლეულის ფანტელებით არის დამზადებული. შესაბამისად, ის ეხმარება თქვენს ბავშვსღეჭვის რეფლექსის განვითარებაში. პედიატრების მიერ, „ლუბაპიშკა“ ერთ-ერთ საუკეთესო პროდუქტად მიიჩნევა მყარ საკვებზე გადასვლის პროცესში. ეს პროცესი ბუნებრივად ხდება, თქვენი პატარა კმაყოფილია, რადგან ის შეჩვეულია ფაფის გემოს, თუმცა რეალურად სრულიად სხვა, ბევრად უფრო მყარ საკვებს მიირთმევს. აღსანიშნავია ისიც, რომ „ჰეინცის“ 12 თვიდან ფაფები შეიცავს გაორმაგებული რაოდენობით ვიტამინებსა და მინერალებს, რაც 1 წლიდან ასაკის ბავშვის სრულყოფილი ზრდა-განვითარებისთვის არის აუცილებელი. შეიცავს 100%-ით ნატურალურ ინგრედიენტებს, 12 ვიტამინს და 4 მინერალს. არ შეიცავს გმო-ს,საღებავს,კონსერვანტებს,ხელოვნურ დანამატებს,პალმის ზეთს.
რაც შეეხება ბოსტნეულს, ბავშვი ეტაპობრივად მიაჩვიეთ მყარ ბოსტნეულსაც, მოერიდეთ ფაფის კონსისტენციის ბოსტნეულის პიურეებს, რომ ღეჭვის რეფლექსი სწრაფად განუვითარდეს.

საკვები, რომელიც არ არის რეკომენდებული 1 წლიდან ბავშვებისთვის

1 წლიდან ბავშვი ძალიან მრავალფეროვან საკვებს მიირთმევს და თითოეული პროდუქტის გაკონტროლება მშობელს უკვე უჭირს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეცადეთ თითოეული ახალი პროდუქტი თქვენი თანდასწრებით გასინჯოს და კარგად დააკვირდით ალერგიულ რეაქციებს.
მოერიდეთ საკვებს, რომელიც შეიძლება მარტივად გადასცეს ბავშვს, მაგალითად, ასეთია პოპკორნი,უმი ბოსტნეული და მაგარი ხილი, ყურძნის მარცვლები, თხილეული, ქიშმიში.

რამდენი უნდა მიირთვას 1 წლიდან ბავშვმა?

ბავშვისთვის დღის განმავლობაში საჭიროა 3 სრულფასოვანი კვება და 2 ჯანსაღი წახემსება. თუმცა არაფერი დაშავდება, თუ რიგ შემთხვევაში ეს რაციონი დარღვევა. ზოგადად, მშობლებისთვის ძალიან რთულია, როდესაც ბავშვი არ ჭამს, მაგრამ პატარებსაც უნდა მივცეთ საშუალება, რომ გამოხატონ სურვილები თუ რამდენად დაკმაყოფილდნენ კერძით და რამდენად მშივრები არიან. არ დააძალოთ ბავშვს საკვები, როდესაც ის მშიერი არაა.
დაუშვებელია, რომ ბავშვი მთელი დღის განმავლობაში რაღაცას ჭამდეს. უნდა შეუდგინოთ კვების სპეციალური საათები და ამის შესახებ თავადაც კარგად უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული.

3044
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები