მოემზადეთ სასკოლო სეზონისთვის! რა უნდა გაითვალისწინოთ იმისათვის რომ სკოლის დაწყება დაუვიწყარი იყოს - მშობლები

მოემზადეთ სასკოლო სეზონისთვის! რა უნდა გაითვალისწინოთ იმისათვის რომ სკოლის დაწყება დაუვიწყარი იყოს

2020-09-08 12:22:22+04:00

2020-21 წლის სასწავლო წელი სულ მალე დაიწყება. ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, მასწავლებლებს, მოსწავლეეებსა და მშობლებს სკოლაში დაბრუნებისთანავე ახალი რეგულაციები ხვდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი სასწავლო წელი ნამდვილად გამორჩეული იქნება.

რა თქმა უნდა, პანდემიას მოსწავლეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის გაფუჭების საშუალება არ უნდა მივცეთ. სკოლის პირველი დღე ხომ ყველასთვის დასამახსოვრებელი უნდა იყოს! ამიტომ მასწავლებლებისა და ფსიქოლოგების რჩევებზე დაყრდნობით გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს, რათა თქვენი შვილებისთვის სკოლის დაწყება დაუვიწყარი იყოს.

საყიდლები ახალი სასწავლო წლისთვის

mshoblebi ტრადიციული საყიდლების დღეს რომ მოაწყობთ, ბავშვს პირველი დღისთვის ტანსაცმლისა და სასკოლო ნივთების შერჩევის საშუალება მიეცით. შეძლებისდაგვარად გაითვალისწინეთ მისი გემოვნება და სურვილები. რაც უფრო კარგ ხასიათზე იქნება, მით უფრო კარგად ჩაივლის სკოლის პირველი და შემდეგი დღეებიც.

საუზმე და დილის საუბრები

mshoblebi საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. სკოლის პირველ დღეს ამ წესს ნუ დაარღვევთ, პირიქით - ეცადეთ მთელი ოჯახი ერთად დასხდეთ სასაუზმოდ. ეს ბავშვს აგრძნობინებს, რომ ცხოვრების ამ მნიშვნელოვან დღეს მთელი ოჯახი მის გვერდით არის ფიზიკურადაც და მორალურადაც.

ბავშვების ნაწილს სკოლის დაწყება არც ისე უხარია. თუ თქვენი შვილიც ასეა, დილის განმავლობაში დადებით თემებზე ესაუბრეთ: მონატრებულ კლასელებზე, მასწავლებლებზე, მის მომავალსა და ოცნებებზე. გაიგეთ მისი აზრი ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, არც ჰიგიენის წესების დაცვის შეხსენება დაგავიწყდეთ.

თანაკლასელებისთვის ზაფხულის მოგონებების გაზიარება

სკოლაში შესვლამდე საშუალება მიეცით თანაკლასელებს შეხვდეს და დაელაპრაკოს. თუკი ხედავთ, რომ გვერდიდან არ გშორდებათ და სხვებთან მისვლას ერიდება, მასთან ერთად გამოელაპარაკეთ კლასელებს. მოუყევით მათ მშობლებს ზაფხულის არდადეგების შესახებ; ბავშვს მაგალითი მიეცით, რომ თანატოლებს თავადაც დაელაპარაკოს, მისთვის მნიშვნელოვანი ისტორიები გაიხსენოს და გადმოსცეს.

ფოტოალბომისთვის სამახსოვრო ფოტოების გადაღება

mshoblebi

მნიშვნელოვანი მომენტების აღსაბეჭდად ფოტოების გადაღება ნამდვილად საუკეთესო გადაწყვეტილებაა. არ დაიზაროთ და ფოტოებს მხოლოდ მობილურსა თუ სოციალურ ქსელში ნუ შეინახავთ (ბოლოს და ბოლოს, სავსებით შესაძლებელია ერთ დღესაც ყველაფერი წაიშალოს), აუცილებლად დაბეჭდეთ კიდეც.

ევროპასა და ამერიკაში ძალიან პოპულარულია ფოტოწიგნები, რომლის საშუალებითაც ბავშვის პირველი დღე სამახსოვრო მოგონებად დიდხანს რჩება და თან ფოტოების ცალ-ცალკე დაბეჭდვა აღარ გიწევთ. როგორც გავარკვიეთ ფოტოწიგნის დამზადება საქართველოშიც შესაძლებელია საიტზე photobooks.ge ფოტოწიგნის დიზაინს თავად ირჩევთ, ამიტომ ისარგებლეთ ამ უპირატესობით და თქვენს პატარას საშუალება მიეცით, თავად შეარჩიოს სასურველი დიზაინი, ფოტოების რაოდენობა და განლაგება. ბოლოს, ფოტოწიგნი, რომელიც რამდენიმე დღეში დაიბეჭდება, ერთად დაათვალიერეთ და პირველი დღის მოგონებები კიდევ ერთხელ გააცოცხლეთ.

mshoblebi

სამეცადინო კუთხის განახლება

ვინაიდან კარანტინის განმავლობაში მოსწავლეები მხოლოდ სახლში მეცადინეობდნენ, მათთვის სამეცადინო კუთხე უკვე რუტინულ, მოსაწყენ ადგილად არის ქცეული. ფსიქოლოგები გვირჩევენ, სწავლის დაწყების წინ ბავშვის სამეცადინო კუთხე მცირედით მაინც განვაახლოთ: შეცვალეთ ან გადააკეთეთ ავეჯი, სასკოლო ნივთებს ადგილი შეუცვალეთ, კედელზე სამოტივაციო ფრაზები ან სასიამოვნო ნახატები გააკარით - ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ეს თქვენი შვილის მოტივაციასაც გაზრდის და სიმშვიდის შენარჩუნებაშიც დაეხმარება.