2020-21 წლის სასწავლო წელი სულ მალე დაიწყება. ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, მასწავლებლებს, მოსწავლეეებსა და მშობლებს სკოლაში დაბრუნებისთანავე ახალი რეგულაციები ხვდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი სასწავლო წელი ნამდვილად გამორჩეული იქნება.
რა თქმა უნდა, პანდემიას მოსწავლეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის გაფუჭების საშუალება არ უნდა მივცეთ. სკოლის პირველი დღე ხომ ყველასთვის დასამახსოვრებელი უნდა იყოს! ამიტომ მასწავლებლებისა და ფსიქოლოგების რჩევებზე დაყრდნობით გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს, რათა თქვენი შვილებისთვის სკოლის დაწყება დაუვიწყარი იყოს.
ტრადიციული საყიდლების დღეს რომ მოაწყობთ, ბავშვს პირველი დღისთვის ტანსაცმლისა და სასკოლო ნივთების შერჩევის საშუალება მიეცით. შეძლებისდაგვარად გაითვალისწინეთ მისი გემოვნება და სურვილები. რაც უფრო კარგ ხასიათზე იქნება, მით უფრო კარგად ჩაივლის სკოლის პირველი და შემდეგი დღეებიც.
საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. სკოლის პირველ დღეს ამ წესს ნუ დაარღვევთ, პირიქით - ეცადეთ მთელი ოჯახი ერთად დასხდეთ სასაუზმოდ. ეს ბავშვს აგრძნობინებს, რომ ცხოვრების ამ მნიშვნელოვან დღეს მთელი ოჯახი მის გვერდით არის ფიზიკურადაც და მორალურადაც.
ბავშვების ნაწილს სკოლის დაწყება არც ისე უხარია. თუ თქვენი შვილიც ასეა, დილის განმავლობაში დადებით თემებზე ესაუბრეთ: მონატრებულ კლასელებზე, მასწავლებლებზე, მის მომავალსა და ოცნებებზე. გაიგეთ მისი აზრი ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, არც ჰიგიენის წესების დაცვის შეხსენება დაგავიწყდეთ.
მნიშვნელოვანი მომენტების აღსაბეჭდად ფოტოების გადაღება ნამდვილად საუკეთესო გადაწყვეტილებაა. არ დაიზაროთ და ფოტოებს მხოლოდ მობილურსა თუ სოციალურ ქსელში ნუ შეინახავთ (ბოლოს და ბოლოს, სავსებით შესაძლებელია ერთ დღესაც ყველაფერი წაიშალოს), აუცილებლად დაბეჭდეთ კიდეც.
ევროპასა და ამერიკაში ძალიან პოპულარულია ფოტოწიგნები, რომლის საშუალებითაც ბავშვის პირველი დღე სამახსოვრო მოგონებად დიდხანს რჩება და თან ფოტოების ცალ-ცალკე დაბეჭდვა აღარ გიწევთ. როგორც გავარკვიეთ ფოტოწიგნის დამზადება საქართველოშიც შესაძლებელია საიტზე photobooks.ge ფოტოწიგნის დიზაინს თავად ირჩევთ, ამიტომ ისარგებლეთ ამ უპირატესობით და თქვენს პატარას საშუალება მიეცით, თავად შეარჩიოს სასურველი დიზაინი, ფოტოების რაოდენობა და განლაგება. ბოლოს, ფოტოწიგნი, რომელიც რამდენიმე დღეში დაიბეჭდება, ერთად დაათვალიერეთ და პირველი დღის მოგონებები კიდევ ერთხელ გააცოცხლეთ.