სკოლის დაწყებამდე 10 დღეზე ნაკლები დარჩა. 15 სექტემბერს არაერთ კერძო თუ საჯარო სკოლაში ძალიან ბევრი ბავშვისთვის პირველად დაირეკება ზარი. ამ დღისთვის ყველაზე მეტად სწორედ პირველკლასელები და მათი მშობლები ემზადებიან. საბავშვო ბაღიდან სკოლაში გადასვლა პატარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და, ასევე, საპასუხისმგებლო მომენტია.
ბავშვის სკოლისთვის მომზადება არც ისე მარტივი პროცესია. მშობლებმა სწორად განსაზღვრონ, თუ რა სჭირდება პირველკლასელს სწავლის პროცესის სრულყოფილად წარმართვისთვის. მშობლები ხშირად კითხულობენ, რა უნდა უყიდონ პირველკლასელს სკოლის დაწყებამდე, მონდომებით არჩევენ ტანისსამოსსა თუ საკანცელარიო ნივთებს, რომელთა ჩამონათვალიც საკმაოდ ვრცელია:
ზურგჩანთა პენალი ფერადი ფანქრები ფლომასტერები კალამი ანბანის რვეული მათემატიკის რვეული გაკვეთილების ცხრილი საშლელი სათლელი მაკრატელი ფერადი ფურცლები საძერწი მასალა სახატავი რვეული საღებავები, მაგ.: გუაში წებო სახაზავი წიგნის გადასაკრავი მაგნიტური ანბანი მათემატიკის საანგარიშო ჩხირები
ბავშვებისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მათი სასკოლო ნივთები რაც შეიძლება ფერადი, ლამაზი და სახალისო იყოს. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი დიდ ენერგიასა და დროს მოითხოვს და მშობლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ სასკოლო ნივთების ერთ სივრცეში შეძენა შეძლონ.
სწორედ ამიტომ, ,,ბიბლუსის’’ მაღაზიათა ქსელში სასურველი ნივთების შეძენა ბავშვებსა და მათ მშობლებს ერთ სივრცეში, ხელსაყრელ ფასად შეეძლებათ. მრავალფეროვანი პროდუქცია სხვადასხვა საფასო სეგმენტს განეკუთვნება, რაც მშობლებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი სურვილისა და ბიუჯეტის მიხედვით შეარჩიონ მათთვის საჭირო ნივთი. აქ განთავსებული პროდუქციის მრავალფეროვნება უზრუნველყოფს, რომ პირველკლასელებმა სწავლა ყველა საჭირო ნივთით, შემართებითა და ხალისით დაიწყონ.
თქვენ დაგხვდებათ ორთოპედიული ჩანთების, რვეულების, კალმების, ფერადი ფაქრებისა თუ ფურცლების მრავალფეროვანი არჩევანი. პატარები აღმოაჩენენ საყვარელი გმირებისა და პერსონაჟების გამოსახულებით სპეციალურად მათთვის დამზადებულ წიგნის გადასაკრავებს, სათლელებსა თუ საშლელებს.