ვისაც ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება ჯერ არ ჩარიცხვია - სამინისტროს განმარტება და ბანკების პასუხი
ვისაც ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება ჯერ არ ჩარიცხვია - სამინისტროს განმარტება და ბანკების პასუხი
ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა უკვე დაწყებულია. თუმცა, მშობელთა ნაწილი აღნიშნავს, რომ ოჯახიდან მხოლოდ ერთ ბავშვს ჩაერიცხა თანხა, მეორე ან მომდევნო ბავშვზე კვლავ ელოდებიან. კითხვა მათაც აქვთ, ვინც პირველ სექტემბრამდე შეავსეს განცხადება და ამ დრომდე არ ჩაერიცხათ ფული. კითხვით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მივმართეთ:

"ყველა ბავშვს დაერიცხება კუთვნილი თანხა, უბრალოდ სიის ან გვარების მიხედვით კი არა, შემთხვევითობის პრინციპით ხდება ჩარიცხვა. ძალიან ბევრი ბავშვი დარეგისტრირდა და ეტაპობრივად ჩაერიცხება ყველას. ჯანდაცვის სამინისტრომ თანხა მთლიანად გადაურიცხა ბანკებს.
ეს მათზეა დამოკიდებული, ვის როგორ ჩაურიცხავს, ისე არავინ დარჩება. " - გვითხრეს სამინისტროში.

საქართველოს ბანკში გვითხრეს, რომ თანხის ჩარიცხვა აქტიურ რეჟიმშია დაწყებული და ეტაპობრივად ყველას ჩაერიცხება. პროცესი კვლავ გრძელდება. თიბისი ბანკში კი განაცხადეს, რომ ბანკის ყველა დარეგისტრირებულ მომხმარებელს თანხა უკვე ჩაერიცხა და პროცესი კვლავ გაგრძელდება. ლიბერთი ბანკში აღნიშნეს, რომ თანხის უმეტესი ნაწილი, რაც სამინისტროსგან ჩაერიცხათ, უკვე გადანაწილებულია ანგარიშებზე და რაც დარჩა, დღეს ჩაერიცხებათ ბანკის მომხმარებლებს.

თამარ იაკობაშვილი

11098
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (12)
lia
0
arc me ar chamricxvia .tu fuli bankebshia gadaricxuli bankebi ras aketeben.gaigvizon...
10:50 / 11-09-2020
მოქალაქე
2
ამდენი ტყუილი ამ ხელისუფლებისაგან, უუნარობას ნიშნავს. ჩემგან წაღებული ფულის მიზერულ ნაწილს უკან მიბრუნებენ და იმასაც ვადაში ვერ ახერხებენ. მადლობაც ხომ არ უნდა მეთქვა?! :) პირველ დღესვე დავარეგისტრირე შვილები და ჯერ კიდევ არ დამრიცხვია არცერთის თანხა. მასხარები ხართ!
02:22 / 11-09-2020
მსგავსი სიახლეები