საქართველოს პარლამენტის დეპუტატს ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს, ტელეკომპანია "პირველის" თანამშრომელ ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფორმაციას ვიკა ბუკია ადასტურებს.
მისი თქმით, დაინფიცირების წყარო უცნობია.
ვიკა ბუკიას განცხადებით, ორივე თავს კარგად გრძნობს.
„მეგობრებო და ჩემო კოლეგებო, გიდასტურებთ. უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია ამდენ ზარს და შეტყობინებას ვუპასუხო. თავს კარგად ვგრძნობთ, მხოლოდ ვდარდობ იმ ადამიანებზე, ვისთანაც ბოლო 2-3 დღის განმავლობაში გვქონდა მჭიდრო კონტაქტი.
აუცილებლად უნდა მოხდეს ამ კონტაქტების კვლევა. როგორც კი საეჭვო სიმპტომები გამოგვივლინდა დაუყოვნებლივ მივიღეთ ზომები. წყარო სრულიად უცნობია. არანაირ საეჭვო კლასტერთან არ გვქონია კავშირი. ვეცდებით ესეც გამოვარკვიოთ.” – წერს ვიკა ბუკია.
ინტერპრესნიუსი