კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა - "25 პა­ცი­ენ­ტის წყა­რო არის აჭა­რა.."
კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა - "25 პა­ცი­ენ­ტის წყა­რო არის აჭა­რა.."
ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის 57 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან 5 პა­ცი­ენ­ტის წყა­რო არის სა­კონ­დიტ­რო "დონა" 14 პა­ცი­ენ­ტის ინ­ფი­ცი­რე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ბა­თუმ­თან, 18 პირი და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­თან კონ­ტაქ­ტის შე­დე­გად და­ინ­ფი­ცირ­და, 4 პა­ცი­ენ­ტის ინ­ფი­ცი­რე­ბა უკავ­შირ­დე­ბა აჭა­რა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რი­ას, ინ­ფი­ცი­რე­ბის 3 შემ­თხვე­ვა არის შე­მო­ტა­ნი­ლი, სა­ი­და­ნაც 2 სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლია, 5 არის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, ხოლო 8 პა­ცი­ნე­ტის წყა­რო ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

რო­გორც ეზუგ­ბა­ი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ქვე­ყა­ნა­ში ავა­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 100 ათას კაც­ზე გა­ი­ზარ­და და 10.2-ს შე­ად­გენს.

"57 პა­ცი­ენ­ტი­დან 25 პა­ცი­ენ­ტის წყა­რო არის აჭა­რა, პირ­და­პი­რი თუ არა­პირ­და­პი­რი
კონ­ტაქ­ტე­ბით. ბოლო ორი კვი­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, 27 აგ­ვის­ტო­დან 9 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით 100 ათას მო­სახ­ლე­ზე ქვე­ყა­ნა­ში ავა­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გახ­ლავთ 10.2. აჭა­რა­ში ინ­ცი­დენ­ტო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არის 52.9, ანუ 100 ათას მო­სახ­ლე­ზე ავა­დო­ბის რი­ცხვი.

გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლე­ბის ციფ­რი 9-ით გა­ი­ზარ­და გახ­და 1334, ამ მო­ნა­ცე­მე­ბით გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არის 73. კო­ვი­დცენ­ტრებ­ში მკურ­ნა­ლობს 469 პა­ცი­ენ­ტი. აქე­დან კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე გახ­ლავთ 4 პა­ცი­ენ­ტი, ხოლო მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არის 18, და­ნარ­ჩე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლო და მსუ­ბუ­ქი სიმ­ძი­მი­საა",- გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.
317
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები