"ბოჭორიშვილში ვწევარ “კოვიდ19” დიაგნოზით და ვიღაცები მწერენ მაინც: "ნუ გეშინია, არ არსებობს კორონაო" - რას წერს პარლამენტარის მეუღლე?
"ბოჭორიშვილში ვწევარ “კოვიდ19” დიაგნოზით და ვიღაცები მწერენ მაინც: "ნუ გეშინია, არ არსებობს კორონაო" - რას წერს პარლამენტარის მეუღლე?
ჟურ­ნა­ლის­ტი ვიკა ბუ­კია, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, მკურ­ნა­ლო­ბას ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გა­დის. იგი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც წერს, რომ ის და მისი მე­უღ­ლე, დე­პუ­ტა­ტი ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი დღეს გა­მოვ­ლე­ნილ 57 შემ­თხვე­ვას შო­რის არი­ან.

"ახლა ვფიქ­რობ რამ­დე­ნი რამ გა­ვი­ა­რე სა­ნამ აქ მოვხდე­ბო­დი. ვნა­ხე ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრეს­რუ­მის ცა­რი­ე­ლი ტრი­ბუ­ნა ტე­ლე­ვი­ზორ­ში, 27 თე­ბე­რალს და პა­უ­ზა, სა­ნამ გა­მო­ვი­დოდ­ნენ და გვე­ტყოდ­ნენ, რომ კო­რო­ნა ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. მერე ის ირა­ნე­ლი კაცი?! რომ შე­მო­ვარ­და და გა­ვარ­და. და მერე რომ ჟურ­ნა­ლებ­ში და­ი­ბეჭ­და და მოყ­ვა რა თბი­ლი ხალ­ხი ცხოვ­რობს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

“გე­ფას კაცი” გახ­სოვთ? მერე სკო­ლა შე­წყდა. მერე ცხოვ­რე­ბა. მერე ქუ­ჩა­ში სი­ჩუ­მე დად­გა. რამ­დე­ნი ხე­ლის და­ბა­ნა, რამ­დე­ნი დას­პირტვა, ყვე­ლაფ­რის გა­და­დუ­ღე­ბა, გა­მო­ხარ­შვა, წმენ­და ბავ­შვე­ბის, გლო­ვოს კუ­რი­ე­რის, პრო­დუქ­ტე­ბის.. კლას­ტე­რე­ბის კვლე­ვა.

და კონ­ტაქ­ტე­ბის დად­გე­ნა. სა­ნი­ტა­ი­ზე­რე­ბის შოვ­ნა ლე­ვად, პრა­ვად, მერე დამ­ცა­ვი სათ­ვა­ლე­ე­ბი? ხან თხე­ლი, ხან სქე­ლი, ხან ტყვი­ა­გა­უმ­ტა­რი. პირ­ბა­დე? ჭრე­ლი, ყვა­ვი­ლე­ბი­ა­ნი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, შავი, თეთ­რი, ყვე­ლა­ზე რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. ახა­ლი 4, ახა­ლი 10, ახა­ლი 40 შემ­თხვე­ვა. მერე გრძე­ლი და ერ­თნა­ი­რი დღე­ე­ბი და ჩვე­ნი ხუმ­რო­ბე­ბი - მა­კა­რონ­ზე, აგ­რო­ჰაბ­ზე, და რა ვიცი კი­დევ რამ­დენ რა­მე­ზე. განაგრძეთ კითხვა
2038
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები