ჟურნალისტი ვიკა ბუკია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მკურნალობას ბოჭორიშვილის კლინიკაში გადის. იგი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ის და მისი მეუღლე, დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი დღეს გამოვლენილ 57 შემთხვევას შორის არიან.
"ახლა ვფიქრობ რამდენი რამ გავიარე სანამ აქ მოვხდებოდი. ვნახე ჯანდაცვის სამინისტროს პრესრუმის ცარიელი ტრიბუნა ტელევიზორში, 27 თებერალს და პაუზა, სანამ გამოვიდოდნენ და გვეტყოდნენ, რომ კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მერე ის ირანელი კაცი?! რომ შემოვარდა და გავარდა. და მერე რომ ჟურნალებში დაიბეჭდა და მოყვა რა თბილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში.
“გეფას კაცი” გახსოვთ? მერე სკოლა შეწყდა. მერე ცხოვრება. მერე ქუჩაში სიჩუმე დადგა. რამდენი ხელის დაბანა, რამდენი დასპირტვა, ყველაფრის გადადუღება, გამოხარშვა, წმენდა ბავშვების, გლოვოს კურიერის, პროდუქტების.. კლასტერების კვლევა.
და კონტაქტების დადგენა. სანიტაიზერების შოვნა ლევად, პრავად, მერე დამცავი სათვალეები? ხან თხელი, ხან სქელი, ხან ტყვიაგაუმტარი. პირბადე? ჭრელი, ყვავილებიანი, ჩვეულებრივი, შავი, თეთრი, ყველაზე რეკომენდებული. ახალი 4, ახალი 10, ახალი 40 შემთხვევა. მერე გრძელი და ერთნაირი დღეები და ჩვენი ხუმრობები - მაკარონზე, აგროჰაბზე, და რა ვიცი კიდევ რამდენ რამეზე. განაგრძეთ კითხვა