"ძალიან საწყენი იქნება, თქვენი "გულაობის" გამო ჩემს 4 შვილს თუ რამე დაემართება" - განო მელითაური
"ძალიან საწყენი იქნება, თქვენი "გულაობის" გამო ჩემს 4 შვილს თუ რამე დაემართება" - განო მელითაური
განო მელითაური შექმნილ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ცემში რომ გავხიზნე ოჯახობა ცალკე მდგომ სახლში, უკაცრიელი შემოგარენით, გეგონათ არ გვიყვარს მრავალფეროვანი დასვენება, ზღვა, კლუბები და წვეულებები?
ან ბავშვებს არ სურდათ აუზი და ნაირ-ნაირი სასტუმროები?

ან სამბავშვიანი წვეულება რომ მოვუწყე ტასოს დაბდღეზე, მეგობრები არ გვყავს მეტი? და ასე შემდეგ?

არსებობს თუ არა და "კაი ერთი რა კორონა" არის უპასუხისმგებლობა ქვეყნის, მეგობრების და პირველ რიგში საკუთარი ოჯახი ს მიმართ!!!!!

ძალიან საწყენი იქნება, თქვენი "გულაობის" გამო ჩემს 4 შვილს თუ რამე დაემართება და ისიც
საწყენია, გაფართოებული თვალებით რომ ელოდნენ ტასო და მისი მეგობრები სკოლას და ისევ ეს სიმახინჯე რომ მიიღეს საპასუხოდ!

რა დავაშავეთ მათ,ვინც ზედმიწევნით ვიცავთ ყველა წესს?! და ვზრუნავთ იმ უპასუხისმგებლოთა ოჯახის წევრებზეც ამით!

წადით, იგუგუნეთ უხარისხო, ოფლიან ტუსოვკებზე, და მერე პოსტები წერეთ, რას გიშვებათ მთავრობა.
და რატო არ კეტავენ საზღვრებს, მერე რო დაკეტავენ, იგივე ხალხმა იჩხუბეთ, რატომ არ ხსნიანო".
19052
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (26)
იზოლაციიდან - ს
1
არ შეიძლება ესე ადამიანებს დააბრალო რამე რომლებმაც გადაწყვიტეს ზღვაზე დასვენება ეს მათი უფლებაა ! ძალიან მაინტერესებს 2-4 წლის წინ თქვენ პირადად აქ თქვენი აზრის გამზიარებლები ზაფხულში არსად წასულხართ ? ოღონდ სიმართლე თქვით ! ჩამოხვედით და სეირნობდით ქალაქში და ღორის და ქათმის გრიპით დაავადეთ ალბათ რამდენი "უდანაშაულო" ადამიანი რომელთაგან ნაწილი გარდაიცვალა . ვინმემ მაშინ მოგახსენათ პრეტენზია რატომ წახვედით დასასვენებლად ?
13:06 / 15-09-2020
ლალი
1
ზოგი თვლის რომ ,,კორონა არ არსებობს''მე მოხუცი დედა მყავს და რისკ ჯგუფშია,ამიტომ ვცდილობ მაქსიმალურად დავიცვა წესები,.ვინც არ თვლით რომ კორონა არსებობს,ერთი წუთით დაფიქრდით,რომ შეიძლება გადასდოთ ისეთ ადამიანს,ვინც მოკვდება,ვერ გადაიტანს.მერე რაღას იტყვით?
19:15 / 14-09-2020
მსგავსი სიახლეები