განო მელითაური შექმნილ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"ცემში რომ გავხიზნე ოჯახობა ცალკე მდგომ სახლში, უკაცრიელი შემოგარენით, გეგონათ არ გვიყვარს მრავალფეროვანი დასვენება, ზღვა, კლუბები და წვეულებები?
ან ბავშვებს არ სურდათ აუზი და ნაირ-ნაირი სასტუმროები?
ან სამბავშვიანი წვეულება რომ მოვუწყე ტასოს დაბდღეზე, მეგობრები არ გვყავს მეტი? და ასე შემდეგ?
არსებობს თუ არა და "კაი ერთი რა კორონა" არის უპასუხისმგებლობა ქვეყნის, მეგობრების და პირველ რიგში საკუთარი ოჯახი ს მიმართ!!!!!
ძალიან საწყენი იქნება, თქვენი "გულაობის" გამო ჩემს 4 შვილს თუ რამე დაემართება და ისიც საწყენია, გაფართოებული თვალებით რომ ელოდნენ ტასო და მისი მეგობრები სკოლას და ისევ ეს სიმახინჯე რომ მიიღეს საპასუხოდ!
რა დავაშავეთ მათ,ვინც ზედმიწევნით ვიცავთ ყველა წესს?! და ვზრუნავთ იმ უპასუხისმგებლოთა ოჯახის წევრებზეც ამით!
წადით, იგუგუნეთ უხარისხო, ოფლიან ტუსოვკებზე, და მერე პოსტები წერეთ, რას გიშვებათ მთავრობა.
და რატო არ კეტავენ საზღვრებს, მერე რო დაკეტავენ, იგივე ხალხმა იჩხუბეთ, რატომ არ ხსნიანო".