პარტია "კანონი და სამართლის" დამფუძნებელს, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი 2 დღის წინ დაუდასტურდა. პოლიტიკოსი ვარაუდობდა, რომ ვირუსი დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილისგან გადაედო, რომელთან ერთადაც ერთ გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდა. თუმცა დღეს უკვე ფიქრობს, რომ მისი და მისი მეუღლის დაინფიცირება უფრო ადრე მოხდა.
ცოტა ხნის წინ, პოლიტიკოსმა პალატიდან კადრებიგამოაქვეყნა, სადაც საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
თაკო ჩარკვიანს ინფექციურში დავუკავშირდით, სადაც უკვე ორი დღეა მეუღლესთან ერთად წევს. პოლიტიკოსს საკმაოდ მძიმედ გამოხატული სიმპტომები აქვს - მუდმივი ხველა და დაღლილობის შეგრძნება. თუმცა საკუთარ თავზე მეტად ნერვიულობს დედაზე, რომელიც 85 წლის ასაკში კორონავირუსის დიაგნოზით რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში წევს
- დიახ, ჯოჯოხეთური ვირუსია, ცუდად ვარ. მე ინფექციურში ვწევარ და ამ ეტაპზე ყველაზე მეტად რაც მანადგურებს დედაჩემის მდგომარეობაა, რომელი რესპუბლიკურში რეანიმაციაში წევს. 85 წლის არის, ჯერჯერობით არ არის დამძიმებული, მაგრამ რადგან ასაკი აქვს, რისკია. განაგრძეთ კითხვა