"სირცხვილია - გამუდმებული დაცინვა იმ ხალხის, რომელსაც ჰგონია, რომ კორონა არ არსებობს... ზოგს უბრალოდ უნდა, რომ არ არსებობდეს"
"სირცხვილია - გამუდმებული დაცინვა იმ ხალხის, რომელსაც ჰგონია, რომ კორონა არ არსებობს...  ზოგს უბრალოდ უნდა, რომ არ არსებობდეს"
კოვიდინფიცირებულთა მაჩვენებელი ბოლო 24 საათში 165-ია. ამის ფონზე, საზოგადოებაში მუსირებს აზრი კორონა ვირუსის არარსებობის შესახებ, რასაც დიდი უკმაყოფილება მოჰყვება სწავლის გადადების და სხვა შეზღუდვების გამო.
გიორგი კეკელიძეს ამ თემას საინტერესოდ ეხმაურება, მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


„კორონავირუსის თემაზე თვეებია არაფერი დამიწერია. თავის დროზე, როცა პანდემია ფეხს იდგამდა და სახლში დარჩენით მისი შეკავება განმსაზღვრელად აუცილებელი იყო, არაერთხელ შეგეხმიანეთ და მცირე წვლილი ამ საქმეში, მგონი, მეც მიმიძღვის. ძალიან მცირე, ცხადია. მას მერე გადავწყვიტე, კოვიდზე აღარ მესაუბრა - შეუძლებელია საზოგადოებას გამუდმებით ველაპარაკო იმაზე, რაც
ჩემი სფერო არ არის. ახლა მგონი დადგა დრო, ორიოდ სიტყვა გითხრათ. ბუნებრივია, მოკრძალებით და პატივისცემით:
კორონა-ვირუსი არსებობს
და ამის ფონზე რამდენიმე რამ არსებობს, ძალიან სამარცხვინო:
1. სირცხვილია - ლაპარაკი იმისა, რომ კოვიდი მხოლოდ ავადმყოფებსა და მოხუცებს ებრძვის. დიდი და მრავლმხრივი სირცხვილი.
2. სირცხვილია - გამუდმებული დაცინვა იმ ხალხის, რომელსაც ჰგონია, რომ კორონა არ არსებობს. ზოგს და უმეტესს, მავნე გამონაკლისების გარდა, უბრალოდ უნდა, რომ არ არსებობდეს - ეშინიათ შიმშილის, შიმშილით სიკვდილის. ეს შიში უპირატესია კორონაზე. თუ დავცინებთ, მათ დავცინოთ, ვინც ამ ხალხს ზოგიერთი "მეგობრის" მიერ საგანგებოდ მომზადებულ ვიდეო-კლიპებს აწვეთებს და წამლავს.
3. სირცხვილია უკვე დაავადებულები ადამი
ანების ფოტოების ფრიალი - "აგერ ნახეთ როგორ დგას და დისტანციას არღვევს" ან ,,გუშინ დავინახე, ხუთი კაცი გადაკოცნა" თითქოს მე და შენც გუშინ არაერთხელ, ნებით თუ უნებლიეთ, არ დავარღვიეთ ეს წესი. სხვა მაგალითებითაც იოლად შეგვიძლია დისტანციისკენ მოწოდება.
კორონა-ვირუსის არსებობს და იარსებებს. უბრალოდ მას ადამიანი დაამარცხებს და დაიმორჩილებს. მალე, ძალიან მალე. გამოიყენეთ პირბადე დახურულ სივრცეში და დაიცავით დისტანცია.მე მეტს ვერაფერს გეტყვით.
თქვენი,
გიორგი კეკელიძე“

თეკლა ჟვანია
371
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

ყველაზე კითხვადი