„ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო“ - თამაშების ყუთი, რომელიც ბავშვებს ტექნოლოგიებს დროებით დაავიწყებს, უფროსებს კი ბავშვობაში დააბრუნებს
„ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო“ - თამაშების ყუთი, რომელიც ბავშვებს ტექნოლოგიებს დროებით დაავიწყებს, უფროსებს კი ბავშვობაში დააბრუნებს
„ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო“ - შეუძლებელია, 90-იანების ან ადრეული 2 000-იანების ბავშვი იყო და ეს სხარტი ფრაზა არ გახსოვდეს, რომლის შემდეგაც ათობით ბავშვი ხან შენობების უკან იმალებოდა, ხან ერთმანეთს ბურთს უმიზნებდა, ხან კი „ასკინკილით“ ცდილობდა დახაზულ უჯრებში სწორად ჩამხტარიყო.
ვინ მოთვლის, რამდენი სასაცილო, უცნაური და მხიარული თამაში გვქონდა ბავშვობაში, სანამ ციფრულმა ეპოქამ სრულიად არ შეცვალა ჩვენი ცხოვრება და სხვა ინტერესები გაუჩინა თანამედროვე პატარებს.
დღეს, ამგვარი თამაშები ისეთი პოპულარობით აღარ სარგებლობს, როგორც 2000-იანი წლების დასაწყისში ან მანამდე სარგებლობდა, თუმცა უფროსები ცდილობენ,
ბავშვები თანატოლებთან ეზოში თამაშისთვის წაახალისონ და თავიანთი ბავშვობის თამაშებს უზიარებენ, მაგრამ გახსოვთ კი ყველა თამაში, რომლითაც უბნის გოგო-ბიჭებთან ერთად საათობით ერთობოდით და სახლში სადილისთვის ძალდატანებით თუ აგიყვანდნენ?
ბავშვობის თამაშების მიმართ არამარტო ჩვენ ვართ ნოსტალგიით განწყობილები. ცოტა ხნის წინ აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და საფრანგეთში დაიბეჭდა ეზოს სახალისო თამაშების კრებულები, რომელიც მალევე აიტაცეს.
მსგავსი კრებული გამომცემლობა „პალიტრა L”-მა საქართველოშიც დაბეჭდა და სწორედ ჩვენი ბავშვობის ფრაზით - „ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო“ დაასათაურა. კრებული 55 თამაშისგან შედგება და აერთიანებს ყველაფერს, რისი თამაშიც ბავშვობაში გაგვხსენებია. თითოეული თამაშის წესები თითო ბარათზეა დატანილი და მას უფრო სახალისოს ხდის.

რა თქმა უნდა, აქ 55-ვე თამაშს ვერ ჩამოვთვლით, მაგრამ შევარჩიეთ 5 მათგანი, რომელიც
ბავშვობაში ყველას ძალიან გვიყვარდა:

„ამის პატრონმა რა ქნას“?

ამ თამაშის გარეშე გართობა შეუძლებელი იყო. რატომ გვიყვარდა ის? ბავშვებს ვაკეთებინებდით იმას, რაც გვსურდა. ყველას უნდოდა „დედობა“. ერთსაათიანი კამათის შემდეგ, „დედა“ რომ გამოვლინდებოდა, ის მოთამაშეებს დაურიგებდა პატარა საგნებს (ხშირად კენჭებს), შემდეგ ერთ-ერთს გამოართმევდა, მუჭში მოიქცევდა და დანარჩენებს ეკითხებოდა, „ამის პატრონმა რა ქნას?“ „ამის პატრონს“ კი ხშირად სიმღერა, ყვირილი, გუბურაში გავლა ან სხვა „სახალისო“ დავალება ხვდებოდა.
დანარჩენი სახალისო თამაშების შესახებ კი „ცეცხლი აინთო თამაში დაიწყო“ შეგატყობინებთ, რომელიც ტექნოლოგიებს დროებით დაგავიწყებთ და ბავშვებთან ერთად დროს საუკეთესოდ გაგატარებინებთ.
mshoblebi

„ბაყაყობანა“

მარტივად რომ ვთქვათ, „ბაყაყობანას“ თამაშისას ერთმანეთს ვახტებოდით. თამაშში იყვნენ მხტომელი და წელში მოხრილი ბავშვები, რომელთაც ახტებოდნენ. აუცილებელი იყო, ტრიუკი სწორად შეგესრულებინა, თორემ თამაშს გამოეთიშებოდი.

„7-ქვაობანა“

გახსოვთ ეს „დაუნდობელი“ და ხმაურიანი თამაში მთელ უბანს რომ ესმოდა? „7-ქვაობანა“ მოგვწონდა იმიტომ, რომ ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობდით, როცა ქვების პირამიდის აგებას და თან მოწინააღმდეგე გუნდის ბურთისგან თავის დაცვას ვცდილობდით.
ვთამაშობდით ყველგან, სადაც არ მოძრაობდა მანქანები (თუ მოძრაობდა, უფროსები გვიშლიდნენ). თითო გუნდში 5-10 მოთამაშე იყო და მათ შორის ნამდვილი ბრძოლა იმართებოდა-ხოლმე.
mshoblebi

"ორდროშობანა"

ამ თამაშში თითოეული გუნდის მიზანია, მოწინააღმდეგის დროშის მოპარვა და თავის მხარეს გადატანა. თუ ერთ-ერთი გუნდის წევრი მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე გადავიდა და დროშა აიღო, მან დროულად უნდა მოასწროს უკან დაბრუნება, თუ დაიჭირეს, "ციხეში" მიჰყავთ. "პატიმრის" "გაცოცხლება" მცოლოდ თანაგუნდელს შეუძლია.

„პამპულობანა“

ყველას გვძულდა სულელი „პამპულას“ ამპლუაში ყოფნა, მაგრამ ვინ არ აღმოჩენილა ასეთ მდგომარეობაში? „პამპულა“ დგებოდა წრეში, დანარჩენები კი ერთმანეთს ბურთს უგდებდნენ და ცდილობდნენ, „პამპულას“ ის ვერ ჩაეჭრა.
124
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები