„ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო“ - შეუძლებელია, 90-იანების ან ადრეული 2 000-იანების ბავშვი იყო და ეს სხარტი ფრაზა არ გახსოვდეს, რომლის შემდეგაც ათობით ბავშვი ხან შენობების უკან იმალებოდა, ხან ერთმანეთს ბურთს უმიზნებდა, ხან კი „ასკინკილით“ ცდილობდა დახაზულ უჯრებში სწორად ჩამხტარიყო.
ვინ მოთვლის, რამდენი სასაცილო, უცნაური და მხიარული თამაში გვქონდა ბავშვობაში, სანამ ციფრულმა ეპოქამ სრულიად არ შეცვალა ჩვენი ცხოვრება და სხვა ინტერესები გაუჩინა თანამედროვე პატარებს.
დღეს, ამგვარი თამაშები ისეთი პოპულარობით აღარ სარგებლობს, როგორც 2000-იანი წლების დასაწყისში ან მანამდე სარგებლობდა, თუმცა უფროსები ცდილობენ, ბავშვები თანატოლებთან ეზოში თამაშისთვის წაახალისონ და თავიანთი ბავშვობის თამაშებს უზიარებენ, მაგრამ გახსოვთ კი ყველა თამაში, რომლითაც უბნის გოგო-ბიჭებთან ერთად საათობით ერთობოდით და სახლში სადილისთვის ძალდატანებით თუ აგიყვანდნენ?
ბავშვობის თამაშების მიმართ არამარტო ჩვენ ვართ ნოსტალგიით განწყობილები. ცოტა ხნის წინ აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და საფრანგეთში დაიბეჭდა ეზოს სახალისო თამაშების კრებულები, რომელიც მალევე აიტაცეს.
მსგავსი კრებული გამომცემლობა „პალიტრა L”-მა საქართველოშიც დაბეჭდა და სწორედ ჩვენი ბავშვობის ფრაზით - „ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო“ დაასათაურა. კრებული 55 თამაშისგან შედგება და აერთიანებს ყველაფერს, რისი თამაშიც ბავშვობაში გაგვხსენებია. თითოეული თამაშის წესები თითო ბარათზეა დატანილი და მას უფრო სახალისოს ხდის.
რა თქმა უნდა, აქ 55-ვე თამაშს ვერ ჩამოვთვლით, მაგრამ შევარჩიეთ 5 მათგანი, რომელიც ბავშვობაში ყველას ძალიან გვიყვარდა:
დანარჩენი სახალისო თამაშების შესახებ კი „ცეცხლი აინთო თამაში დაიწყო“ შეგატყობინებთ, რომელიც ტექნოლოგიებს დროებით დაგავიწყებთ და ბავშვებთან ერთად დროს საუკეთესოდ გაგატარებინებთ.
ვთამაშობდით ყველგან, სადაც არ მოძრაობდა მანქანები (თუ მოძრაობდა, უფროსები გვიშლიდნენ). თითო გუნდში 5-10 მოთამაშე იყო და მათ შორის ნამდვილი ბრძოლა იმართებოდა-ხოლმე.