8 შემეცნებითი წიგნი, რომელიც ბავშვს სამყაროს შეცნობაში დაეხმარება
8 შემეცნებითი წიგნი, რომელიც ბავშვს სამყაროს შეცნობაში დაეხმარება
უფროსები ვცდილობთ, ბავშვებს რაც შეიძლება კარგი ზოგადი განათლების მიღებაში დავეხმაროთ, რომ რეალობაზე, იმ გარემოზე სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ადეკვატური წარმოდგენა შეექმნათ. რაც უფრო მეტს შეიმეცნებს ბავშვი, უფრო მეტი კითხვა ებადება სამყაროს შესახებ, ცდილობს, მეცნიერების სხვადასხვა დარგში გაერკვეს და მისი მუდმივი ძიება საბოლოოდ, კარგ საბაზისო ცოდნამდე მიდის.
ამასთან, მეცნიერების სხვადსხვა სფეროში ზოგადი განათლების მიღება მოზარდს პროფესიის სწორად შერჩევაში ეხმარება.

იმისათვის, რომ უფრი მარტივად შეძლონ ისტორიული ფაქტების, გეოგრაფიის, ადამიანის ორგანიზმისა თუ დედამიწის შესახებ ინფორმაციის მიღება, ბავშვებსა და მოზარდებს თავიანთი ასაკის შესაბამისი ლიტერატურა უნდა
შევურჩიოთ. წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ რჩევით გთავაზობთ 8 წიგნს, რომელიც ბავშვს სამყაროს უკეთ შეცნობაში დაეხმარება და მის უამრავ შეკითხვას გასცემს პასუხს:

8000 საოცარი ფაქტი

ამ უნიკალურ ენციკლოპედიაში რვა მნიშვნელოვანი თემა 8000 საინტერესო ამბად არის გაშლილი - თითო თემა წარმოდგენილია ათასი სრულყოფილი ფაქტით. ამას ემატება ვიზუალური ეფექტიც, შთამბეჭდავი ნახატები და ფოტოები, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს, უკეთ აღიქვას ესა თუ ის მოვლენა.
რაც ყველაზე მთავარია საინტერესო ამბები გადმოცემულია მოკლედ და ლაკონურად, რომ მოზარდი ინფორმაციით არ გადაიტვირთოს.
mshoblebi

365 დაუჯერებელი და უტყუარი ფაქტი ყველაფერზე

წიგნიდან შეიტყობთ ყველაფერს: ცივილიზაციების, რელიგიის, კოსმოსის ,ცხოველების ,გეოგრაფიული არეალის, ტექნიკური პროგრესისა და ხელოვნების შესახებ. ზოგადი წარმოდგენა შეგექმნებათ სხვადასხვა სფეროში მიმდინარე პროცესებზე, ნამუშევრებზე და დაინტერესების შემთხვევაში, უკვე კონკრეტულ
ფაქტებზე მოიძიებთ ინფორმაციას.
თითოეული ნაწილი სავსეა არაორდინალური ფაქტებით,მოვლენების ანალიზითა და მოსალოდნელი შედეგებით

ცოდნის წიგნი - ყველაფერი რაც უნდა იცოდე

ბავშვებს უფროსებთან უამრავი შეკითხვა აქვთ, თუმცა შეუძლებელია, მათ ყველაფერზე უპასუხო. ამ კითხვებზე პასუხების პოვნაში კი დაეხმარებათ „ცოდნის წიგნი“.
ეს არის ენციკლოპედია ყველაფერზე, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ! რა გზა განვლო სამყარომ დასაბამიდან დღემდე; როგორია კაცობრიობის განვითრების ეტაპები; რამ განაპირობა სიცოცხლის სხვადასხვა ფორმისა და უდიდეს ცივილიზაციათა გაქრობა და, იმავდროულად, ახლების ფორმირება; როგორია ბუნების როლი ადამიანის ცხოვრებაში და პირიქით; რა განაპირობებს სამყაროში წონასწორობას და როგორ კანონზომიერებას ეფუძნება დედამიწისა და საზოგადოდ,სამყაროს მომავალი?
mshoblebi

ადამიანის სხეულის ილუსტრირებული ატლასი

ეს არის ადამიანის ანატომიის უახლესი სახელმძღვანელო, რომელშიც თანმიმდევრობითა და ზედმიწევნით არის განხილული ადამიანის სხეულის სტრუქტურა და ფუნქციები. წიგნში უხვადაა შესანიშნავი, ზუსტი ილუსტრაციები, შთამბეჭდავი ფოტოსურათები, ინფორმაციული დიაგრამები და უახლესი ანატომიური ფაქტები.

მსოფლიო ატლასი (ფაზლებიანი წიგნი)

იმისათვის, რომ ამა თუ იმ ქვეყნის, ქალაქის, ზღვისა თუ სრუტის მდებარეობა უკეთ დაგამახსოვრდეს, ამაში მხოლოდ რუკის ხშირად თვალიერება ვერ დაგეხმარება, თუმცა თუ ფაზლებს მოიშველიებ, მალევე ისწავლი, სად რა მდებარეობს. მსოფლიოს ატლასი ფაზლებით მოზადებს საშუალებას მისცემს, ყველა კონტინტენტი შეისწავლონ და საინტერესოდ და აზარტულად იმოგზაურონ მსოფლიოს გარშემო, დაათვალიერონ სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა და შეისწავლონ ისინი.

ფაზლებიანი საქართველოს ატლასი

თუ გსურთ, ბავშვმა ჯერ საქართველოს შესახებ შეიტყოს და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდეს მსოფლიო მასშტაბებზე, შეგიძლიათ, ფაზლებიანი საქართველოს ატლასით დააწყებინოთ შემეცნება.
ისინი ფაზლების მეშვეობით მოივლიან ჩვენი ქვეყნის მთა-ბარს, გაეცნობიან მის ღირსშესანიშნაობებს და ისე გაერთობიან რომ მსოფლიოს ატლასსაც დიდი სიამოვნებით ააწყობენ.

მსოფლიო ისტორიის ატლასი

მოგეხსენებათ, ისტორიული მოვლენების დაკავშირება, მათი დროის ერთსა და იმავე სიბრტყეში განხილვა არათუ ბავშვებს, ხშირად უფროსებსაც გვიჭირს.
ძველი და შუა საუკუნეების მსოფლიოს მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ შედგენილი ატლასი კი საშუალებას იძლევა, ისტორიული ფაქტები სწორად და თანმიმდევრულად დააკავშირო ერთმანეთთან. ამ მხრივ ის ნამდვილი მისწრებაა ისტორიით დაინტერესებული მოზარდებისა და უფროსებისათვის. მათ შესაძლებლობა აქვთ, უკეთ გაერკვნენ სხვადასხვა ეპოქასა და თანმდევ პროცესებში, ნათლად აღიქვან ამა თუ იმ რეგიონში შექმნილი პოლიტიკური ვითარება, დააკვირდნენ და გააცნობიერონ, თუ როგორ იქმნებოდა, ვითარდებოდა და იშლებოდა ცალკეული იმპერიები და სახელმწიფოები.

ცოდნის სამყარო

მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში ბევრი ინფორმაციაა თავმოყრილი და შეგიძლია, ზოგადი განათლება აქედანაც მიიღო, მაინც დიდია ალბათობა, ბავშვმა ყალბი ფაქტები ნამდვილისგან ვერ განასხვაოს.
ამიტომ არის მნიშვნელოვანი იკითხოს წიგნები, რომელიც უტყუარ ინფორმაციას გადმოსცემს და შეცდომაში არ შეიყვანს მას. წიგნში „ცოდნის სამყარო“ თავმოყრილია საინტერესო ცნობები, ილუსტრაციები, უცნობი და ცნობილი ფაქტები, ახალი ინფორმაცია, მსოფლიო რეკორდები; მდიდარი ფოტოარქივი ამომწურავ ცნობებ მოგაწვდით მრავალ სფეროში. გაიგეთ, როგორ ყალიბდება ვარსკვლავები, რა მიზეზებმა გამოიწვია რომის იმპერიის დაცემა, როგორ წარმოიქმნება ცუნამი და რატომ გადაშენდა ცხოველთა სამყაროს ესა თუ ის სახეობა.

954
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები