მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის დამარცხებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. მეცნიერები კვლავ სწავლობენ COVID-19-ის ბუნებას და ვირუსის ბოლომდე შესაცნობად ჯერ კიდევ არაერთი კვლევაა ჩასატარებელი. დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცით, რომ მსოფლიოს მასშტაბით ახალი ინფიცირებულების რაოდენობა ყოველდღიურად მკვეთრად იმატებს.
სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ პაციენტების ნაწილს ვირუსის დამარცხების შემდეგ, პოსტ-კოვიდ სიმპტომები აქვთ და ისინი ძველ ცხოვრებას ვერ უბრუნდებიან.
ძირითადი პოსტ-კოვიდ სიმპტომები, რომლებსაც ვირუსგადატანილი ადამიანები აღწერენ:
ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება; პულსის აჩქარება; სუნთქვის უკმარისობა; საერთო სისუსტე; თავის ტკივილი; ხელებისა და ფეხების დაბუჟება ვნახოთ, რას ჰყვებიან პაციენტები, რომლებმაც COVID-19 დაამარცხეს:
182 დღეა მას შემდეგ, რაც 27 წლის ბრიტანელი ფოტოგრაფი, ჩარლი რასელი კორონავირუსით დაინფიცირდა და ამბობს, რომ გამოჯანმთელების მიუხედავად, ის ვერ ცხოვრობს ისე, როგორც მისი ასაკის ადამიანები.
ის ვეღარ დარბის კვირაში სამჯერ 5 კმ-ს, როგორც ამას დაინფიცირებამდე აკეთებდა, არ დადის გასართობად, არ მუშაობს და ამბობს, რომ არ არის უკეთესად.
“რომ მცოდნოდა ასე ცუდად ვიქნებოდი, ყოველივეს უფრო სერიოზულად მივუდგებოდი, მაგრამ მაშინ გვეუბნებოდნენ, რომ თუ ახალგაზრდა ხართ და დაინფიცირდებით, სავარაუდოდ, საერთოდ არ გექნებათ არანაირი სიმპტომი, ან ორი კვირით იქნებით ავად და მხოლოდ ეს იქნებოდა“, - ამბობს რასელი "გარდიანთან“. განაგრძეთ კითხვა