"ასე მგონია, რომ ნუცა დაბრუნდა" - ვინ არის მხატვარი, ვინც მაია ასათიანი ქალიშვილთან ერთად დახატა - მშობლები

"ასე მგონია, რომ ნუცა დაბრუნდა" - ვინ არის მხატვარი, ვინც მაია ასათიანი ქალიშვილთან ერთად დახატა

2020-09-15 11:06:12+04:00

"ასე მგო­ნია, რომ ნუცა დაბ­რუნ­და", - ამ წარ­წე­რით გა­მო­აქ­ვეყ­ნა ჟურ­ნა­ლის­ტმა მაია ასა­თი­ან­მა "ინ­სტაგ­რამ­ზე" მხატ­ვარ ირმა კუ­სი­ა­ნის მიერ შექ­მნი­ლი ტილო, რო­მელ­ზეც მაია და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ნუცა არი­ან და­ხა­ტუ­ლე­ბი.

მხატ­ვარის­თვი­საც ემო­ცი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა ტი­ლო­ზე მუ­შა­ო­ბა. ირმა კუ­სი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"ჩემ­თვის ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი და მის­ტი­კუ­რი იყო ამ ნა­ხატ­ზე მუ­შა­ო­ბა. მაია და ნუცა".

2017 წლის თე­ბერ­ვალ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა მაია ასა­თი­ა­ნის ოჯა­ხურ­მა ტრა­გე­დი­ამ. ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის 18 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი, საფ­რან­გეთ­ში, ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და. ნუცა მახ­ვი­ლა­ძე მე­ნინ­გო­კო­კუ­რი ინ­ფექ­ცი­ის შე­დე­გად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სეს და სამ­წუ­ხა­როდ, მისი გარ­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. განაგრძეთ კითხვა