ონლაინ გაკვეთილების ირგვლივ დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. დედები ორ ნაწილად არიან გაყოფილნი-ისინი, ვინც თვლიან, რომ სწავლა არ უნდა გადადებულიყო და ისინი, ვინც საფრთხეს იმდენად იაზრებენ, რომ მზად არიან, განათლება დროებით შესწირონ ჯანმრთელობას. ამ აურზაურის ფონზე, თითქმის არავინ ფიქრობს მასწავლებლებზე, რას განიცდიან, რა აწუხებთ, რამდენად კმაყოფილები არიან და.ა.შ.
ეკა ხოფერია ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, ვინც მასწავლებლებს თანადგომა გამოუცხადა.
"ონლაინ გაკვეთილების კონტექსტში აუცილებლად დასაწერი:
ამდენს ვწუწუნებთ მშობლები( ვფიქრობ, ძლიერ სამართლიანადაც), მაგრამ მასწავლებლებზე არავინ ვწერთ.
არ მგონია, ბედნიერები იყვნენ იმით, ზოგჯერ გაკვეთილს ნახევრად გამოუძინებელი ბავშვების გაღვიძებით რომ იწყებენ...
თან ონლაინ კლასი უნდა აკონტროლონ, თან აუხსნან, დაიჯერონ ან არ დაიჯერონ, რომ "მას გუშინ ვაიფაი გამოირთო", "მას რვეული არ მაქვს და ფურცელზე რომ დავწერო" ან... ნიკოლა შემო მერე ჩათში ... და თან სიმშვიდე შეინარჩუნონ)
მოკლედ, ჩემი თანადგომა მასწავლებლებს. ერთად რამეს ვიზამთ და გავალთ ფონს, ძვირფასებო "- წერს ეკა ხოფერია საკუთარ ფეისბუქის გვერდზე.
თეკლა ჟვანია