"გვეყოფა ლამაზი ფოტოები. აი, ჩემი რეალური სახე! ეს პოსტი ეძღვნება ყველა ენაგადმოგდებულად დაღლილ დედას!" - ნუკი კოშკელიშვილი
"გვეყოფა ლამაზი ფოტოები. აი, ჩემი რეალური სახე! ეს პოსტი ეძღვნება ყველა ენაგადმოგდებულად დაღლილ დედას!" - ნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი დედობის სირთულეებზე ხშირად წერს თავის ინსტაგრამგვერდზე. ეს პოსტიც დედობის რეალურ შეგრძნებებს ეხება:

"გვეყოფა ლამაზი ფოტოები. აი, ჩემი რეალური სახე! ასეთი შეგრძნება მაქვს, რომ ორი წელია არ მძინებია, არ ვიგონებ!! აი ხო მძინავს ხანდახან, მაგრამ არაფრით მყოფნის. ეს პოსტი ეძღვნება ყველა ენაგადმოგდებულად დაღლილ დედას! ცოტა სადღეგრძელოსავით კი გამომივიდა, მაგრამ თქვენ გაგიმარჯოთ. აი არავინ იცის, ეს რამხელა შრომაა, იყო დედა, მხოლოდ ბავშვის დევნას არ ვგულისხმობ, ნერვიულობას, მუდამ შვილზე ფიქრს, არავინ თქვას, ეს არ არის დამღლელიო. ერთნაირად დამღლელია, გინდა მომუშავე დედა
იყო, გინდა დიასახლისი. საბოლოო ჯამში ხომ ყველამ ვიცით, საქმეს ჩვენ ვაკეთებთ და თან ზემოდან ბავშვზე ზრუნვა, საოცარი ძალა სჭირდება ამას.
ახლა იმათზე მეფიქრება, ვისაც 3-4 ბავშვი ყავს, მუშაობს და დამტოვებელი არ ჰყავს, ეს დისტანციური სწავლა და აი, რა ქნას ადამიანმა? არ იაროს სამსახურში, ბავშვებს რა აჭამონ? მერე წახვალ და ბავშვს ვინ მიხედავს. ააა და კიდევ, აი თუ 4 ბავშვი გყავს, 4 კომპიუტერი უნდა გქონდეს?? ეს ამბავი როგორ ხდება? დიდი ნერვები და გაძლებაა საჭირო, ზუსტად ვიცი, სირთულეებს ყოველთვის გადავლახავთ. მოკლედ, მაგრები ვართ და ერთი ჩემი მეგობარი სულ იძახის “თავს თუ არ შევიქებთ, სხვა კი არ შეგვაქებსო”, ჰოდა დავესიტყვები".
19163
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები