„ონლაინ სწავლება ბავშვებს სოციალიზაციის პრობლემას უქმნის, კითხვა კი ამ პროცესს ნაწილობრივ ასწორებს“ - ინტერვიუ ბავშვთა ფსიქოლოგთან
„ონლაინ სწავლება ბავშვებს სოციალიზაციის პრობლემას უქმნის, კითხვა კი ამ პროცესს ნაწილობრივ ასწორებს“ - ინტერვიუ ბავშვთა ფსიქოლოგთან

სოციალიზაცია ბავშვის თვითშეფასების, თვითკონტროლის, უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში რომ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, ამ საკითხზე არაერთი კვლევა ჩატარებულა.

მაგალითად, საფრანგეთში ჩატარდა კვლევა, რომელიც მოზარდებში სოციალიზაციის ზეგავლენას სწავლობდა. 182 მონაწილეზე დაკვირვების შედეგად, გამოიკვეთა, რომ ბავშვის სოციალიზაცია კორელაციაშია მისი ეგოსა და გამძლეობის ჩამოყალიბებასთან. შესაბამისად, ბავშვი რაც უფრო ნაკლები სოციალური აქტივობით ხასიათდება, მას შეიძლება, უფრო ნაკლებად ჰქონდეს განვითარებული ჯგუფთან კომუნიკაციის დამყარების უნარი.

დღეს ეს პრობლემა უფრო აქტიურად დადგა, რადგან დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის გამო, ბავშვებს თანატოლებთან კომუნიკაცია მხოლოდ ეკრანიდან აქვთ, რაც ფსიქოლოგების შეფასებით, საჭირო უნ
არ-ჩვევების ჩამოყალიბებისთვის საკმარისი არ არის. თუ აქამდე სკოლაში ათობით თანატოლთან ურთიერთობას იყვნენ შეჩვეულები, ახლა მხოლოდ ოჯახის წევრებთან უწევთ კომუნიკაცია, რაც გრძელვადიან პერიოდში მთელ რიგ პრობლემებს წარმოშობს.

ფსიქოლოგთა მოსაზრებით, დისტანციური სწავლების პერიოდში ბავშვები მაქსიმალურად უნდა დაკავდნენ ფიზიკური და გონებრივი სამუშაოთი. იქნება ეს კრაფტი - ძერწვა, ორიგამი, ქარგვა, ხატვა და სხვა თუ კითხვა. კრაფტით ბავშვებს უვითარდებათ ხელისა და თვალის კოორდინირებულად მუშაობის უნარი, შეუძლიათ თვითგამოხატვა, ხდებიან უფრო კრეატიულები და გამბედავები.

წიგნის კითხვა კი მედიტაციის მსგავსია. კითხვის პროცესში განვიცდით რელაქსაციასა და სიმშვიდეს, ეს პროცესი კი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. მაგალითად, ბავშვის შემთხვევაში, როცა ის მოუსვენრობას გრძნობს, სოციალიზაციის მოთხოვნილება აქვს, თუმცა დისტანციურად სწავლების გამო, მისი დაკმაყოფილება არ შეუძლია, წიგნის კითხვა შეიძლება ერთ-ერთი გამოსავალი იყოს.

რატომ
არის მნიშვნელოვანი მხატვრული თუ შემეცნებითი ლიტერატურა ბავშვს დისტანციურად სწავლების პერიოდში, ამის შესახებ ბავშვთა ფსიქოლოგ თამარ ქემაშვილს ვესაუბრეთ:

რატომ არის მნიშვნელოვანი როგორც დაწყებითი, ისე მაღალი კლასების მოსწავლეებმა კლასგარეშე ლიტერატურა იკითხონ?


კითხვის უნარების ფორმირება ბავშვის ვერბალური უნარების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. იგი ასევე, ხელს უწყობს წარმოსახვითი და ფანტაზიის უნარის განვითარებას.
კითხვის პროცესში ფორმირდება ანალიზისა და სინთეზის უნარი რომელიც ინტელექტუალური განვითარების ქვაკუთხედია. ახლა, როცა ონლაინ სწავლება საჭირო და აუცილებელი გახდა, კითხვის უნარ-ჩვევის კიდევ უფრო მეტად ჩამოყალიბება უამრავ დისკომფორტს მოუხსნის ბავშვებს.

ბოლო პერიოდში, როცა დისტანციური სწავლების გამო, ნაკლებად აქვთ თანატოლებთან შეხება, შეიძლება თუ არა, ამან კომუნიკაციის ან სოციალიზაციის პრობლემები გამოიწვიოს? როგორ შეუძლია მშობელს აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე იზრუნოს?


ონლაინ სწავლებას უამრავი ნაკლი აქვს: ტრადიციის არ არსებობა დამასწავლებლების მხრიდან ტექნიკის არასრულფასოვანი ფლობა. ამასთან, ონლაინ სწავლების სპეციფიკა ეკრანზე ფოკუსირებას მოითხოვს, რაც უკანა პლანზე სწევს გაკვეთილის აკადემიურ ნაწილს. შედეგად, ასეთი ფორმის სწავლება ნაკლებეფექტური ხდება, რაც უკვე აპრობირებულია.

დისტანციურად სწავლების პროცესი ბავშვებს კომუნიკაციისა და სოციალიზაციის პრობლემას უქმნის. განსაკუთრებით მაშინ, თუ მოზარდში ეს უკვე შეინიშნება.

ბავშვებში კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია, თუმცა ონლაინ სწავლების შედეგად, თანატოლები თითქმის ვეღარ ეკონტაქტებიან ერთმანეთს და ეს პროცესი ანადგურებს ადამიანთა მთავარ ფაქტორს - „ვიყოთ ერთად, შენ ჩემი მეგობარი ხარ და მიყვარხარ“. კითხვა ამ უამრავ ხარვეზს , მართალია ნაწილობრივ მაგრამ მაინ დიდი პროცენტით ასწორებს. იგი გონებრივი განვითარების შესაძლებლობებს საგრძნობლად ზრდის.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ ბავშვს კითხვის სურვილი ნაკლებად უჩნდება? როგორ უნდა დააინტერესოს ის?


ბავშვთა დიდ ნაწილს უჭირს კითხვა და არც უნარ-ჩვევა გააჩნია, ხშირად ეს ფაქტორი ასაკთან ერთად იცვლება.

ონლაინ სწავლება განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეებს უჭირთ. ეს ასაკი არც კითხვის უნარ-ჩვევებით გამოირჩევა, ამიტომ ბავშვებში სენსორული და მოტორული უნარები რომ შეფერხდეს, შევეცადოთ მათი თავისუფალი დრო შემოქმედებითი თამაშებით შევავსოთ, იქნება ეს ხელნაკეთი სათამაშოების შექმნა, ურთიერთობა კინეტიკურ ქვშასთან, თიხასთან, ცომთან, მარცვლეულთან (ხორბალი, ბრინჯი, წიწიბურა) და სხვა. ეს ყველაფერი დომინანტი პროცესი გახლავთ.

რას ურჩევთ მშობელს რომელი ჟანრის ან რა სახის ლიტერატურით დააწყებინოს ბავშვს კითხვა?


უფროსებმა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ხასიათი, შესაძლებლობები და მხოლოდ მაშინ ავარჩიოთ თემატიკა.
ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილება, რომელიც ნაწარმოების წაკითხვისას მიიღეს , არამხოლოდ პროფესიის არჩევის დროს დომინირებს, არამედ ცდილობენ მიბაძონ მოწონებულ გმირს და მისი რაიმე თვისებც გადაიღონ. მაგალითად ჩაცმულობა, მისალმების ფორმა, სიარულის მანერა დ მიმიკაც კი.
2147
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები