სკოლებსა და ბაღებს მოწყვეტილი ბავშვები მშობლებისგან გაორმაგებულ დროსა და ყურადღებას საჭიროებენ. თანატოლებთან ურთიერთობის შეზღუდვამ და ცხოვრების რიტმის ცვლილებამ ემოციურად ძალიან იმოქმედა პატარებზე. მათ დღეს განსაკუთრებით სჭირდებათ პოზიტიური განწყობა, რათა იოლად გადალახონ ეს მოსაწყენი პერიოდი. მშობლებისთვისაც რთულია შინ გამოკეტილი ბავშვების გართობა და გამხნევება. ბევრი სამსახურის საქმით არის დაკავებული და მთელი დღის ბავშვებისთვის დათმობა არ შეუძლია. ამიტომ ბევრ ოჯახს სჭირდება ისეთ საბავშვო გასართობები, რომელიც ბავშვს კიდეც გაახალისებს, სიამოვნებით ჩაერთვება მასში და სასარგებლოც იქნება მისი განვითარებისთვის. ერთ-ერთი ასეთი შემეცნებითი გასართობი ნამდვილად არის ჟურნალი "საბავშვო კარუსელი", რომელსაც წიგნების სერია "ზღაპრების კარუსელი" მოჰყვება.
ეს ლამაზად ილუსტრირებული კრებულებია, რომელიც ყველა დროის ცნობილ ზღაპრებს აერთიანებს, მათ, რომლებმაც პატარა მკითხველების განსაკუთრებული მოწონება და სიყვარული დაიმსახურეს.
"ზღაპრების კარუსელი ჟურნალ "საბავშვო კარუსელთან" ერთად ჯერ კიდევ გაზაფხულზე დავიწყეთ. ოქტომბრის ნომრიდან კვლავ განვაახლებთ გამოცემას, რომლებიც საგაზეთო ჯიხურებსა და "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში გაიყიდება.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს წიგნები "საბავშვო კარუსელისა" და გამომცემლობა "პალიტრა ელის" ერთობრივი პროექტია, რომელიც გამომცემლობამ სპეციალურ ფასად გადმოგვცა. შესაბამისად, ამ მაღალპოლიგრაფიულ გამოცემების შეძენას ჟურნალის მკითხველი საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად შეძლებს. "ზრაპრების კარუსელი" ჟურნალის პრემიუმპაკეტში გაიყიდება, რომლის ფასიც 14 ლარია ჟურნალთან და სხვა საჩუქრებთან ერთად. წიგნები ილუსტრირებულია, ბალიშა ყდით გახლავთ და საკმაოდ მოზრდილ ფორმატშია წარმოდგენილი. ჟურნალის თითო ნომერს თითო კრებული გაჰყვება, რომელშიც რამდენიმე ზღაპარია გაერთაინებული. ოქტომბრის ნომერთან ერთად "კოკროჭინა და სხვა ზღაპრები" გაიყიდება" - აცხადებენ ჟურნალის რედაქციაში.
"საბავშვო კარუსელის" პრემიუმ პაკეტი მართლაც გასახარი საჩუქარი იქნება პატარებისთვის, რომლებსაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ ლამაზი, ფერადი და ხალისიანი სამყარო.