მომღერალი და მუსიკოსი ზურა დოიჯაშვილი ისრაელში, კერძოდ, თელავივის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში წევს. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, უმძიმეს მდგომარეობაშია - მეხუთე თვეა, აპარატზეა მიერთებული.
AMBEBI.GE-ს ზურა დოიჯაშვილის მეგობარი, მუსიკოსი ნუგზარ კვაშალი ესაუბრა:
"მადლობა, რომ ამ უნიჭიერესი მომღერლის მდგომარეობით ინტერესდებით, რომელიც ახლა სხვა ქვეყანაშია... არ მახსოვს ქართველი, აქედან წასვლის შემდეგ, უცხო ქვეყანაში კარგად ყოფილიყოს. ზურასაც იგივე დაემართა. კი გაექცა ყოფით პრობლემებს, მაგრამ მიხვდა, რომ მძიმე ნაბიჯი გადადგა. შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანები ასეთ სიტუაციაში ფაქტობრივად სიკვდილთან ზავს დებენ, რადგანაც სამშობლოს შორდებიან... ზურაზეც ამან იმოქმედა, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მკვეთრად აისახა.
მის ჯანმრთელობაზე თქვენთან 3 თვის წინაც ვისაუბრე, მაგრამ მას მერე გაუარესებულია მდგომარეობა, ძალიან დამძიმდა. წაიკითხეთ სრულად