"ერთი წელი ერთმანეთისთვის. ერთი წელი ხელის თხოვნიდან. ვულოცავ საკუთარ თავს და შენც კნიუ" - რამდენიმე დღის წინ დაწერა ეს მოდელმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა და სწორედ ხელის თხოვნიდან ერთ წელიწადში დაქორწინდა ცნობილი ბიზნესმენის და პოლიტიკოსის კობა ნაყოფიას ვაჟ ნიკოლოზ ნაყოფიაზეა.
პატარძლის ახალი ფოტოები მისმა დამ, მოდელმა და წამყვანმა ნინი გოგიჩაიშვილმა გამოაქვეყნა.
ნანუკა მართლაც მშვენიერი პატარძალია.
წყვილი წელიწადზე მეტი ხვდებოდა ერთმანეთს და ბოლო პერიოდში ერთადაც ისვენებდნენ, ბევრ დროს ატარებდნენ ერთად.
დაქორწინება კი ახლა გადაწყვიტეს, პანდემიის გამო, მოკრძალებულ გარემოში, თუმცა შესაბამისად გამოწყობილები.