"ხვალ უნდა აანთოთ სანთლები და ჩაუთქვათ სურვილები... ასეთი დღე მხოლოდ 4 გვაქვს წელიწადში" - მიხელ ცაგარელის რჩევა
"ხვალ უნდა აანთოთ სანთლები და ჩაუთქვათ სურვილები... ასეთი დღე მხოლოდ 4 გვაქვს წელიწადში" - მიხელ ცაგარელის რჩევა
დღეს "იმედის დილაში" ცნობილმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ხვალინდელ, 22 სექტემბრის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რადგან სწორედ ამ დღესაა შემოდგომის ბუნიობა, ანუ დღეღამტოლობა. ბატონმა მიხეილმა მაყურებელს საჭირო რჩევების მისცა და ასწავლა, რა უნდა გააკეთონ ამ დროს: 

"გვაქვს კვირა, რომელშიც დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადადის. ეს უკვე კარგია იმიტომ, რომ დადებითად იმოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობასა და გუნება-განწყობაზე. ამ მხრივ, სასიკეთო ტენდენციების მატარებელია. დღეს მაქსიმალურად მოერიდეთ ხალხის მასასთან ურთიერთობას. თვალის აღების ალბათობა მაღალია, ამიტომ ცოტა ყურადღებით ვიყოთ, მით უმეტეს, საეჭვო ადამიანებთან. ხვალ საკრალური დღეა, რადგან შემოდგომის დღეღამტოლობა გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა აანთოთ სანთელი, ილოცოთ და თუ
გინდათ, ჩაუთქვით თქვენი სურვილები. ესეთი საკრალური დღე 4 გვაქვს წელიწადში, ზამთრისა და ზაფხულის ბუნიაობა და დღეღამტოლობა. ეს არის დღე, როდესაც ოდითგანვე საქართველოში და საერთოდ მსოფლიოში დიდ ყურადღებას აქცევდნენ, სანთლები ინთებოდა, განსაკუთრებული დღესასწაულები იმართებოდა იმიტომ, რომ დღე და ღამე ტოლია, ზუსტად ახლა გვაქვს ბალანსი ენერგეტიკულ სამყაროში. გაითვალისწინეთ, დღეღამტოლობა ხდება მაშინ, როდესაც მზე ტოვებს ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს, მეტად პრაგმატულ ნიშანს, და გადადის ფანტაზიებითა და მშვიდობიანობით აღსავსე დიპლომატიურ და ესთეტიურ სასწორში, მთელი თვით. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს შორის კომპრომისების უნარი მოიმატებს. არ იქნება იდეის დამტკიცების ტენდენცია, მოიმატებს ოპტიმიზმი, ხელოვნების, პოეზიისა და ლიტერატურისადმი განსაკუთრებული სწრაფვა. მოიმატებს სამართლიანობის ელემენტი. გახსოვთ, სასწორი სამართლიანობის სიმბოლოა, ამიტომ, სასამართლო პროცესებისათვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი
იწყება, იურისტებისთვისაც ერთ-ერთი საუკეთესო თვე იწყება. ამიტომ, სასწორი მეტ სიმშვიდეს შემოიტანს, ეს არის კომპრომისების ნიშანი, რომელიც ცდილობს, რომ პრობლემა მშვიდობიანობის , კომპრომისებისა და დიპლომატიის გზით მოაგვაროს. ეს გვევალება ყველას, ერთი თვის განმავლობაში. დღეს ღვთისმშობლობაა და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მოგეხსენებათ, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ. აქიდან გამომდინარე, სანთლის დანთება, პატივისცემის გამოხატვა და მადლობის გადახდა ყველაფრისთვის, რასაც გვაძლევს ღვთისმშობელი, დღესაც აუცილებელია. სხვანაირად, ვერ გადავრჩებოდით ღვთისმშობლის დაცვა რომ არ გვქონოდა. ვერც თურქებისგან, სპარსელებისგან, არაბებისგან ეს პატარა ქვეყანა ვერ გადარჩებოდა, დაცვის დიდი მადლი რომ არ ყოფილიყო. არ გვეყოლებოდა 300 არაგველი და არ გვექნებოდა ის დიდი საგმირო საქმეები, რომლებიც ისტორიიდან ვიცით."

62467
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები