ქუთაისში Covid 19-ით გარდაცვლილი ქალი მასწავლებელი იყო - "ფეისბუქში" წერდა, რომ დაინფიცირებამდე მასაც არ სჯეროდა ვირუსის - მშობლები

ქუთაისში Covid 19-ით გარდაცვლილი ქალი მასწავლებელი იყო - "ფეისბუქში" წერდა, რომ დაინფიცირებამდე მასაც არ სჯეროდა ვირუსის

2020-09-21 10:17:28+04:00

20 სექ­ტემ­ბერს, ქუ­თა­ის­ში, კლი­ნი­კა "ბო­მონდში", კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის­გან, 60 წლის ქალ­ბა­ტო­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც დღეს გახ­და ცნო­ბი­ლი, ქალ­ბა­ტო­ნი აფხა­ზე­თი­დან იყო. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი სო­ხუ­მის პირ­ვე­ლი სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ლუდ­მი­ლა ანუაა. ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბით, პა­ცი­ენ­ტი სო­ხუ­მი­დან კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს. "თა­ვი­დან­ვე ურ­თუ­ლე­სი იყო მისი მდგო­მა­რე­ო­ბა, რად­გან მას არა­ერ­თი თან­მხლე­ბი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და. მათ შო­რის გულ­სის­ხლძარ­ღვთა პრობ­ლე­მე­ბი", - გა­ნა­ცხა­დეს კლი­ნი­კა­ში.

ლუდ­მი­ლა ანუ­ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ "ფე­ის­ბუქ­ზე" მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც წერს, რომ და­ინ­ფი­ცი­რე­ბამ­დე, “არც მას სჯე­რო­და კო­რო­ნა­ვირუ­სის არ­სე­ბო­ბის”.

"აფხა­ზე­ბო, გა­უფრ­თხილ­დით თავს. ინ­ფექ­ცია ჩვენს შო­რი­საა. მეც არ მჯე­რო­და ვირუ­სის, მაგ­რამ გუ­და­უ­თა­ში აღ­მოვ­ჩნდი", - წერ­და ის. განაგრძეთ კითხვა