20 სექტემბერს, ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში", კორონავირუსით გამოწვეული გართულებებისგან, 60 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. როგორც დღეს გახდა ცნობილი, ქალბატონი აფხაზეთიდან იყო. სოციალურ ქსელში გავრცლებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სოხუმის პირველი სკოლის მასწავლებელი, ლუდმილა ანუაა. ქართველი ექიმების განცხადებით, პაციენტი სოხუმიდან კრიტიკულ მდგომარეობაში გადმოიყვანეს. "თავიდანვე ურთულესი იყო მისი მდგომარეობა, რადგან მას არაერთი თანმხლები ქრონიკული დაავადება ჰქონდა. მათ შორის გულსისხლძარღვთა პრობლემები", - განაცხადეს კლინიკაში.
ლუდმილა ანუამ რამდენიმე დღის წინ "ფეისბუქზე" მიმართვა გაავრცელა, სადაც წერს, რომ დაინფიცირებამდე, “არც მას სჯეროდა კორონავირუსის არსებობის”.
"აფხაზებო, გაუფრთხილდით თავს. ინფექცია ჩვენს შორისაა. მეც არ მჯეროდა ვირუსის, მაგრამ გუდაუთაში აღმოვჩნდი", - წერდა ის. განაგრძეთ კითხვა