სიახლეებიკალეიდოსკოპი
ძუძუთი კვების ოქროს წესები, რომელიც ყველა დედამ უნდა გაითვალისწინოს
ძუძუთი კვების ოქროს წესები, რომელიც ყველა დედამ უნდა გაითვალისწინოს
ძუძუთი კვება – არამარტო აუცილებელი და სასიამოვნო, არამედ დედისათვის საპასუხისმგებლო პროცესია.
ბავშვის ძუძუთი კვებისთვის მომავალმა დედამ ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში უნდა დაიწყოს მზადება. ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება და ქალის პოზიტიური განწყობა წარმატებული ძუძუთი კვების საწინდარია.
იმისათვის, რომ ძუძუთი კვების პროცესი სწორად წარმართოთ და მაქსიმალურად გაახანგრძლივოთ, გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან რეკომენდაციას:

ძუძუთი კვებისთვის მომზადების წესები


მნიშვნელოვანია, მომავალი დედა თავისი შვილის ძუძუთი გამოსაკვებად განეწყოს. საკუთარი ძალების რწმენა, პოზიტიური აზროვნება, ბავშვის სასიხარულო მოლოდინი - ყოველივე ეს ორსული ქალის საუკეთესო თანამგზავრია.

ქალის ორგანიზმი ძუძუთი
კვებისთვის მზადებას ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში იწყებს - მშობიარობის მოახლოებასთან ერთად, შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს მკერდი.

მშობიარობამდე დაახლოებით 6 კვირით ადრე, ორსულმა უნდა დაიწყოს მკერდის ყოველდღიური მასაჟი, რათა გაიხსნას სადინარები, რის მეშვეობითაც წამოვა რძე. შხაპის მიღების დროს, უნდა ცვალოს წყლის ტემპერატურა და მიიღოს ეგრეთ წოდებული კონტრასტული შხაპი. შხაპის შემდეგ შეიძლება რბილი წრიული მოძრაობით მკერდის დაზელა სარძევე ჯირკვლიდან დვრილის მიმართულებით.
mshoblebi
ბავშვის მომლოდინე ოჯახმა წინასწარ უნდა იზრუნოს ისეთი აუცილებელი ნივთების შესაძენად, როგორიცაა რძის გამოსაწველი, სტერილური პაკეტები რძის გაყინვისთვის, კომფორტული ბიუსტჰალტერი მეძუძური ქალისთვის და მისი ერთჯერადი ჩანართები. მეძუძურ დედას უკეთეს გარემოს შეუქმნიდა სპეციალური კუთხის მოწყობა - კომფორტული სავარძელი პატარა რბილი ბალიშებით, რათა მასში მჯდომმა, მოდუნებულ პოზაში კვებოს ბავშვი.

კვების
რეჟიმის გამომუშავება


პატარას ძუძუთი კვება ბუნებრივი პროცესია. პედიატრების რეკომენდაციით, ბავშვი ძუძუთი მოთხოვნისამებრ, განსაზღვრული დროის გარეშე შეგვიძლია ვკვებოთ.

გარკვეული დროის განმავლობაში თქვენ და თქვენს პატარას გამოგიმუშავდებათ ორივესათვის კომფორტული კვების რეჟიმი. კვების დროს ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ბავშვმა სწორედ ჩაიდოს დვრილი. თუ კვების დროს ქალს აწუხებს ტკივილი და დისკომფორტი – ეს იმის მანიშნებელია, რომ დვრილის მდებარეობა უნდა შეიცვალოს. ეცადეთ კვებოთ პატარა ძუძუთი რაც შეიძლება ხანგრძლივი დროით, რაც მომავალში დადებითად აისახება ბავშვის ჯანმრთელობაზე.

მეძუძური დედის კვების რაციონის გამდიდრება, რაც რძის ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს


ბავშვის გაჩენასთან ერთად, ქალის ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ბავშვზე ზრუნვა და მისი მოვლა, სასიხარულო და ბედნიერების მომტანია, მაგრამ, როგორც წესი, დედა იღლება, რამაც შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს მის ჯანმრთელობაზე და რძის შემადგენლობის ხარისხზე.
mshoblebi
ასეთი არასასიამოვნო პრობლემის თავიდან აცილებაში დაგვეხმარება რამდენიმე რჩევა:
  • სეირნობა. სუფთა ჰაერზე სეირნობა – დედის ჯანმრთელობის, მხნეობისა და მისი პატარის მადიანობის აუცილებელი პირობაა.
  • სრულფასოვნად კვება. მეძუძური დედა უნდა ეცადოს, კვების რაციონი მრავალფეროვანი გახადოს. მასში გაითვალისწინოს ახალი ხილი და ბოსტნეული, დალიოს ხილის წვენები, კომპოტები და რძიანი ჩაი. რეკომენდებულია, გამოირიცხოს მწნილი, შებოლილი საკვები, კონსერვები და სუნელები.
  • რეკომენდებულია, მეძუძურმა დედამ დღე-ღამეში მინიმუმ 1,5 ლიტრი სითხე მიიღოს.
  • ორგანიზმის შინაგანად გააძლიერება. ასე გაუმჯობესდება ლაქტაცია და დედის რძის შემადგენლობას გამდიდრდება. მეძუძურ დედებს ამაში ეხმარება ბუნებრივი პრეპარატი - “აპილაკი” (ფუტკრის რძის დედო). ამ მხრივ, ფუტკრის რძის დედო – ნამდვილი საგანძურია. იგი თითქმის ყველა ჩვენთვის ცნობილ ვიტამინებს შეიცავს: ამინომჟავებს (ლიზინი, მეთიონინი, ფენილალინი, ტრიფტოფანი, გლიცინი, სერინი, ტირონინი, ვალინი, ლეიცინი, გლუტამინის მჟავა, არგინინი, კრეატინი, კარნიტინი, ჰისტიდინი, პროლინი და სხვა); პროტეინების, ფერმენტებსა და სხვა სასარგებლო ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. ასევე მის შემადგენლობაში სიცოცხლის გამახანგრძლივებელი, სასწაულმოქმედი იუვენილური ჰორმონიც შედის.
mshoblebi
აღსანიშნავია, რომ „აპილაკი“ („აპის“ - ფუტკარი, „ლაკ“ - რძე) არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ფუტკრის ნაწარმის მიმართ გამოგივლინათ ალერგია. ხოლო, თუ ალერგიული რეაქცია არ გვაქვს, მისი გამოყენება თამამად შეგვიძლია შემდეგი დანიშნულებით: 1 აბი ენის ქვეშ 3-ჯერ დღეში მინიმუმ 15 დღე.
„აპილაკი“ განსაკუთრებულად ნაჩვენებია ჰიპოგალაქტიის (არასაკმარისი ლაქტაცია ან მისი არარსებობა) პროფილაქტიკისთვის, აგრეთვე, ის ხასიათდება საერთო გამაძლიერებელი და მატონიზირებელი ეფექტით.

ბეჭდვა