"შესაბამისი სტრუქტურები და განათლების სამინისტრო განიხილავენ კიდევ ორი კვირით სწავლის გადადებას" - რა შემთხვევაში იგეგმება სწავლის გადადება
"შესაბამისი სტრუქტურები და განათლების სამინისტრო განიხილავენ კიდევ ორი კვირით სწავლის გადადებას" - რა შემთხვევაში იგეგმება სწავლის გადადება
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, თუ მომდევნო დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობა 200-ის ფარგლებში იქნება, სკოლებსა და ბაღებში სწავლა პირველ ოქტომბერს განახლდება.

როგორც ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ აღნიშნა, თუ დღეს არსებული მდგომარეობა ვერ შევინარჩუნეთ, შესაბამისი ორგანოები სასწავლო პროცესის კიდევ ორი კვირით გადადებას განიხილავენ, თუმცა ამჟამად, ამ ვერსიაზე საუბარი საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე არ მიმდინარეობს.

"თუ მოხერხდა მდგომარეობის დასტაბილურება ისე, რომ ინფიცირებულთა რიცხვი 200-ის ფარგლებში დავიჭირეთ, სკოლებსა და ბაღებში ის შეზღუდვა, რომ სწავლა პირველ ოქტომბერს გადავიტანოთ საკმარისი იქნება.
თუ ამ მდგომარეობაში ვერ დავიჭირეთ, როგორც ახლაა, ალბათ შესაბამისი სტრუქტურები და განათლების სამინისტრო განიხილავენ კიდევ ორი კვირით სწავლის გადადებას. თუმცა, მე სუბიექტურად მგონი, რომ ეს საჭირო არ გახდება, ამ ვერსიაზე საუბარი საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე არ მიმდინარეობს“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
ინტერპრესნიუსი
8110
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
თამარი
1
უნდა გადაიდოს ამას რათ უნდა ლაპარაკი როცა 200 კაცს უშლი ერთად თავშეყრას 1000 ბავშვი ერთ სკოლაში რომ შევა ან ბაღში როგორ დაიცავთ ამ პანდემიოლოგიურ სიტუაციას ისე რომ არ გავრცელდე.
19:10 / 23-09-2020
მსგავსი სიახლეები