მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ნიკოლოზ ნაყოფიაზე დაიწერა ჯვარი და პანდემიის წესების შესაბამისად მოკრძალებული საქორწინო ცერემონიაც მოაწყო, მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან დღეზე სოციალურ ქსელში წერს:
"საოცარი ისტორიებით ივსება ჩვენი სიყვარული სხვადასხვა გარემოებების გამო და ურთულესი წლის მიუხედავად შარშან ხელი იუსტიციის სახლში ისე მოვაწერეთ, რომ მთავარ მოწმეებად (მეჯვარეები მსოფლიოს ჩაკეტილ საზღვრებში ჩარჩენილები) ორივეს, მეც და ნიკოლოზსაც, მოწმეებად დები გვყავდა (მგონი პირველი შემთხვევაა).
საღამოს კი ოჯახის წევრებმა ეს დიდი დღე ერთმანეთს მოკრძალებულ ოჯახურ გარემოში მივულოცეთ. საოცრად ტკბილ ოჯახურ გარემოცვაში აღვნიშნეთ, რაც ძალიან გვჭირდებოდა...
შემდეგ იყო ჯვრისწერა, რომელსაც ვგეგმავდით, ვემზადებოდით, თუმცა ყველასათვის ცნობილი მიზეზის გამო ისე ვერ განხორციელდა, როგორც ჩავიფიქრეთ, ვგულისხმობ უახლოეს მეგობრებს, რომლებიც ჩვენთან "ვერ იყვნენ“. ცხოვრების უმნიშვნელოვანესი დღე ალავერდში შედგა, ცერემონიას ორი სხვადასხვა ქვეყნიდან თვალს ჩვენი მეჯვარეები ონლაინ რეჟიმში ადევნებდნენ!!!
ეკლესიაში მხოლოდ ჩვენ და ოჯახის წევრები.... ქორწილის ნაცვლად, სუფრებზე ცალ-ცალკე "დაკლასტერებული“ მშობლები, დები და ბებო-ბაბუები. მეგობრები კი ხაზზე ჩემთან, იმის ინტერესში, თუ როგორი ვიყავი ამ დღეს, რომელსაც ყველა ამხელა ინტერესით ველოდით..."
თეკლა ჟვანია