თოდუას მრავალფუნქციურ კლინიკაში პლასტიკური ქირურგიის განყოფილება გაიხსნა
თოდუას მრავალფუნქციურ კლინიკაში პლასტიკური ქირურგიის განყოფილება გაიხსნა

პლასტიკური ოპერაციები ბევრისთვის მხოლოდ ესთეტიკას უკავშირდება. ეს სიმართლეა, თუმცა, ქირურგიის ამ მიმართულებას ბევრი სხვა უფრო მნიშვნელოვანი სიმართლეც ახასიათებს – ადამიანების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება როგორც ესთეტიური, ისე ფუნქციური მიმართულებებით.
აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრში უკვე ეს მიმართულებაც დაინერგა და პაციენტები უმაღლესი ხარისხის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ექიმთა კვალიფიკაციის წყალობით შეძლებენ პლასტიკური ქირურგიის სერვისების სრული სპექტრის მიღებას. ეს შეიძლება იყოს ცხვირის კორექცია, სასუნთქი გზების მოწესრიგება, ძუძუს კორექცია, ან რადიკალური ოპერაციის შემდგომი რეკონსტრუქცია, სხეულის სხვადასხვა ნაწილების ფორმების შეცვლა და სხვ.
ზოგადად, პლასტიკური ქირურგია ადამიანებს
შესაძლებლობას აძლევს, გახდნენ ისეთები, როგორც უკეთესად ხედავენ საკუთარ თავს. ეს კი აუცილებელია სოციუმში სასურველი პოზიციონირებისთვის.
თოდუას კლინიკის პრასტიკური ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი ნოდარ ბრუნჯაძე მოგვითხრობს სამედიცინო ცენტრის სიახლესა და იმ მოთხოვნებზე, რომლებიც ამ მიმართულებით დღეს საქართველოში და მსოფლიო მასშტაბით არსებობს.

– როდის გაიხსნა თოდუას კლინიკაში პლასტიკური ქირურგიის განყოფილება და რატომ დადგა გადაწყდა ამ მიმართულების განვითარება?

– ჩვენს კლინიკაში ეს განყოფილება დაახლოებით 1 თვის წინ გაიხსნა. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზი მოთხოვნის ზრდა იყო, საერთო ინტერესმა გამოიწვია თოდუას სამედიცინო ცენტრში პლასტიკური ქირურგიის დანერგვა და განვითარება.

– პლასტიკური ქირურგია ყოველდღიურად იხვეწება. ამ მიმართულების გასავითარებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას...

– პლასტიკური ქირურგია, მართლაც, ყოველდღიურად ვითარდება. მოგეხსენებათ, მიმართულება ძველი არ
არის, დღესდღეობით კი განვითარებადი და მზარდია. დღეს ძალიან რთულია კლინიკის პერპექტივაზე საუბარი, თუ მას თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიები არ გააჩნია. თოდუას სამედიცინო ცენტრი ცნობილია უმაღლესი სტანდარებით, რომლებიც მაქსიმალურ კომფორტს უქმნის ნებისმიერ პაციენტსა და მომუშავე პერსონალს. შესაბამისად, მზად ვართ არსებულ ბაზარზე პოზიციონიერების და ყველანაირი პროცედურული, თუ ოპერაციული მხარის უზრუნველყოფისთვის.
mshoblebi
ჩვენ გვაქვს უმაღლესი თაობის ლიპოსაქციის აპარატები, საოპერაციო ინვენტარი, გადანერგვის თანამედროვე აღჭურვილობა. მთავარი პლუსი კი მოდელირების ლიცენზირებული პროგრამაა, რაც არ მოიცავს მხოლოდ სახეს. პაციენტს შეუძლია წინასწარ შეიქმნას წარმოდგენა და 3D გამოსახულებაზე ნახოს, თუ როგორი იქნება მისი სხეულის სილუეტი ოპერაციის შემდეგ, საკუთარი პარამეტრებიდან გამომდინარე.

– რამდენად მნიშვნელოვანია ქირურგის კვალიფიკაცია ტექნოლოგიურ უზრუნველყოფასთან ერთად?

– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უმნიშვნელოვანესია, გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი მედიცინა დაფუძნებულია თანამედროვე სივრცისა და კვალიფიკაციის სინთეზზე.
კლინიკაში პლასტიკური ქირურგიის მიმართულების შექმნა ჩვენი გუნდისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო. მთავარი უპირატესობა კი, მაღალ კვალიფიკაციასთან ერთად, შეჯერებული მოქმედებაა.
საერთაშორისო მასშტაბით, პლასტიკური ოპერაციები ესთეტიურ და ფუნქციურ ჩარევებს აერთიანებს. ჩვენ შემთხვევაში, გუნდის წევრების შეთანხმებით, ინდივიდუალური პრობლემების კომპლექსური მოგვარება მოხდება. შესაბამისად, გადაიჭრება ორივე პრობლემა და პაციენტი იქნება კმაყოფილ როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობით, ასევე ვიზუალური ეფექტითაც.

– რომელი პოპულარული პროცედურების ჩატარება იგეგმება თოდუას კლინიკაში?

– როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო ბაზარზე, ოპერაციული მიმართულებით ყველაზე მოთხოვნადი მკერდისა და ცხვირის ოპერაცია და ლიპოსაქციაა. ამ სამეულს მიღმა, უნდა ვახსენოთ მუცლის წინა კედლის, თვალების და სხვა პლასტკურ–ქირურგიული ჩარევები.
რაც შეეხება პროცედურულ მიმართულებას, განსაკუთრებული პოპულარობით ბოტოქსი და ფილერი სარგებლობს. მთავარი მიზეზი ის არის, რომ პროცესი მარტივია და არ სჭიდება განსაკუთრებული მომზადება, არ აფეხებს ჩვეულ რეჟიმში საქმიანობას და გავლენას არ ახდენს ადამიანის შრომისუნარიანობაზე.

– ონკოპაციენტები ხშირად მიმართავენ პლასტიკურ ოპერაციებს, როგორია სხვა პროფილის ექიმებთან კოორდინაციის სქემა ამ მიმართულებით?

– თოდუას კლინიკაში ონკოლოგიურ პაციენტებს მულტიდისციპლინური მიდგომით მკურნალობენ. ეგრეთ წოდებულ კონსილიუმზე იკრიბებიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, ერთობლივად განიხილავენ ინდივიდუალურ შემთხვევებს, გეგმავენ მკურნალობის მიმდინარეობასა და ოპერაციებს.
ამ პროცესში ჩაერთვება პლასტიკური ქირურგიის გუნდიც. ჩვენი სამედიცინო ცენტრის ონკო-ქირურგებთან კოორდინირებით ვგეგმავთ გაკეთდეს რეკონსტრუქციულ-აღდგენითი, მათ შორის, მკერდის აღდგენის, საკუთარი ქსოვილებით სხვადასხვა დეფორმაციების შევსებისა და სხვა სახის ოპერაციები. ასე რომ, მომავალში საკმაოდ მასშტაბური, უმაღლესი დონის პროექტების განხორციელებაა შესაძლებელი.
217
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები