5 რამ, რაც დისტანციური სწავლებისას ბავშვის მოტივირებაში დაგვეხმარება
5 რამ, რაც დისტანციური სწავლებისას ბავშვის მოტივირებაში დაგვეხმარება
მეორე კვირაა, ბავშვებს დისტანციურ რეჟიმში უწევთ გაკვეთილებზე დასწრება, რაც მშობლებისა და მასწავლებლების თქმით, მთელ რიგ პრობლემებს წარმოშობს.
უპირველესყოვლისა, მშობლებს უჭირთ ბავშვების მოტივირება, რადგან ისინი ეკრანიდან სწავლას არ არიან მიჩვეულები, ენატრებათ თანაკლასელები, საკლასო ოთახი და გაკვეთილების მოსამზადებლად ნაკლებ მოტივაციას გრძნობენ.
პანდემიის პირობებში, აღნიშნული პრობლემა არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ ევროპის განვითარებულ ქვეყნებშიც შეინიშნებოდა, ამიტომ უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა არაერთი სტატია, რომელიც ბავშვებში ინტერესისა და მოტივაციის გაზრდაში დაგვეხმარება.
აღნიშნული რეკომენდაციებიდან 5 საუკეთესო შევარჩიეთ და გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:

ბავშვისთვის საინტერესო სამეცადინო კუთხის მოწყობა

იმისათვის, რომ ბაქვშვს
კითხვისა და სწავლის სიყვარული განუვითარდეს, მისთვის საინტერესო გარემო უნდა შევუქმნათ. იქნება ეს მისი საყვარელი მულტფილმისა თუ წიგნის გმირების თემატიკით გაფორმებული სამეცადინო კუთხე, რვეულები თუ ჩანთები.
რეკომენდებულია, მისი სამეცადინო კუთხე და ადგილი, საიდანაც ონლაინ გაკვეთილებს ესწრება, არ გამოიყურებოდეს „მკაცრად“, იყოს ნათელი, ფერადი და მისთვის საინტერესო.

სასკოლო ნივთების შეძენა

ისეთი სასკოლო ნივთები, როგორიცაა ჩანთა, რვეულები, პენლები გარდა იმისა, რომ სასწავლო დანიშნულებით გამოიყენება, ბავშვს აძლევს ხალისს, იმეცადინოს.
ბევრ ბავშვს ვიზუალის გამო ეხალისება კონკრეტულ რვეულში დავალების მომზადება ან მოსწონს თავისი არჩეული ჩანთა და გაკვეთილების მერე მას ყოველთვის აწესრიგებს. იგივე შეიძლება ითქვას კალმებსა და პენლებზე.
თუ ბავშვს შევატყობთ, რომ მოტივაცია მნიშვნელოვნად დაუქვეითდა, შეგვიძლია, თავად წავიყვანოთ სასკოლო ნივთების შესაძენად და ავარჩევინოთ მისთვის
სასურველი ნივთები.
სასკოლო ნივთებსა და სწავლის ხარისხს შორის კორელაციის არსებობა 2017 წელს Kids in Needs Foundation-ის კვლევითაც არის დადასტურებული.

კრაფტი

რადგან ბავშვები თანატოლებს ყოველდღიურად ვეღარ ხვდებიან, განიცდიან სოციალიზაციის დეფიციტს, იწყენენ და გაკვეთილების შემდეგ გართობის საშუალება აღარ აქვთ. ამის დეფიციტი შეგვიძლია, შევავსოთ კრაფტით - იქნება ეს ძერწვა, ფაზლები, ორიგამი თუ სხვა საქმე, რომელიც ფიზიკურ ჩართულობას მოითხოვს.
ასე ბავშვი დახარჯავს ენერგიას და ამავდროულად, ხელსაქმე გონებრივ განვითარებაში შეუწყობს ხელს.
მოვუსმინოთ, როცა აზრს გამოთქვამს და წავახალისოთ, თავის არჩევანსა და განწყობებზე მეტი ისაუბროს
როგორც აღვნიშნეთ, ბავშვების დიდ ნაწილს დისტანციური სწავლების გამო, სოციალიზაციის პრობლემა აქვს. ახლა მშობლების ამოცანაა, უფრო მეტად შევიდნენ მასთან კომუნიკაციაში, მოისმინონ მისი აზრი როგორც სკოლის საგნების, ისე სხვა საკითხების შესახებ, იმსჯელონ, ისაუბრონ სხვადასხვა თემაზე და ბავშვს მისცენ გამოხატვის შესაძლებლობა.

მიღწევების აღნიშვნა

ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, მის მიღწევებს ყურადღება მივაქციოთ და განვიხილოთ მისი წარუმატებლობის მიზეზი. მიღწევებისთვის ყურადღების მიქცევა, ბავშვს მისცეს მოტივაცია, გააკეთოს მეტი და უკეთესი შედეგები ჰქონდეს, ხოლო წარუმატებლობის არა აგრესიითა და ნეგატიური მიდგომით, არამედ ანალიზის კუთხით განხილვა, ბავშვს დაეხმარება, გამოასწოროს ის ხარვეზები, რაც სწავლის პროცესში ჰქონდა.

312
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები