მეორე კვირაა, ბავშვებს დისტანციურ რეჟიმში უწევთ გაკვეთილებზე დასწრება, რაც მშობლებისა და მასწავლებლების თქმით, მთელ რიგ პრობლემებს წარმოშობს.
უპირველესყოვლისა, მშობლებს უჭირთ ბავშვების მოტივირება, რადგან ისინი ეკრანიდან სწავლას არ არიან მიჩვეულები, ენატრებათ თანაკლასელები, საკლასო ოთახი და გაკვეთილების მოსამზადებლად ნაკლებ მოტივაციას გრძნობენ.
პანდემიის პირობებში, აღნიშნული პრობლემა არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ ევროპის განვითარებულ ქვეყნებშიც შეინიშნებოდა, ამიტომ უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა არაერთი სტატია, რომელიც ბავშვებში ინტერესისა და მოტივაციის გაზრდაში დაგვეხმარება.
აღნიშნული რეკომენდაციებიდან 5 საუკეთესო შევარჩიეთ და გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:
რეკომენდებულია, მისი სამეცადინო კუთხე და ადგილი, საიდანაც ონლაინ გაკვეთილებს ესწრება, არ გამოიყურებოდეს „მკაცრად“, იყოს ნათელი, ფერადი და მისთვის საინტერესო.
ბევრ ბავშვს ვიზუალის გამო ეხალისება კონკრეტულ რვეულში დავალების მომზადება ან მოსწონს თავისი არჩეული ჩანთა და გაკვეთილების მერე მას ყოველთვის აწესრიგებს. იგივე შეიძლება ითქვას კალმებსა და პენლებზე.
თუ ბავშვს შევატყობთ, რომ მოტივაცია მნიშვნელოვნად დაუქვეითდა, შეგვიძლია, თავად წავიყვანოთ სასკოლო ნივთების შესაძენად და ავარჩევინოთ მისთვის სასურველი ნივთები.
სასკოლო ნივთებსა და სწავლის ხარისხს შორის კორელაციის არსებობა 2017 წელს Kids in Needs Foundation-ის კვლევითაც არის დადასტურებული.
ასე ბავშვი დახარჯავს ენერგიას და ამავდროულად, ხელსაქმე გონებრივ განვითარებაში შეუწყობს ხელს.
მოვუსმინოთ, როცა აზრს გამოთქვამს და წავახალისოთ, თავის არჩევანსა და განწყობებზე მეტი ისაუბროს
როგორც აღვნიშნეთ, ბავშვების დიდ ნაწილს დისტანციური სწავლების გამო, სოციალიზაციის პრობლემა აქვს. ახლა მშობლების ამოცანაა, უფრო მეტად შევიდნენ მასთან კომუნიკაციაში, მოისმინონ მისი აზრი როგორც სკოლის საგნების, ისე სხვა საკითხების შესახებ, იმსჯელონ, ისაუბრონ სხვადასხვა თემაზე და ბავშვს მისცენ გამოხატვის შესაძლებლობა.