ბეტან ენტვისტლმა უცნაური მეთოდი მოიფიქრა, რომ მის ქალიშვილს ოთახი დაელაგებინა. მან ტიკ-ტოკზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მოზარდი გოგონას ჭუჭყიანი ოთახია ნაჩვენები. იატაკზე ნივთები ეყარა, საწოლი არ იყო დალაგებული, უჯრები ღია იყო. ვიდეოში ქალმა ასევე აჩვენა ისიც, თუ როგორ მალავს საკრედიტო ბარათებს ოთახში არსებული ჭურჭლისა თუ სუვენირის ქვეშ.
მან განაცხადა, რომ თუ მისი ქალიშვილი ოთახს დაალაგებს და იპოვნის საკრედიტო ბარათებს, შეეძლება დახარჯოს ფული, რაშიც ენდომება. ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და მილიონობით ნახვა აქვს.
ზოგიერთი მომხმარებელი იმასაც აღნიშნავდა, რომ ოთახი არც ისე დასალაგებელი იყო და დავალებაც საკმაოდ მარტივად გამოიყურებოდა. ნაწილს ბარათების ადგილმდებარეობა არ მოეწონა. აღნიშნავდნენ, რომ გოგონას შესაძლოა დაელაგებინა ოთახი, მაგრამ, ის ნივთები, რომელთა ქვეშაც საკრედიტო ბარათები იმალებოდა, არეულობასთან დაკავშირებული არ იყო, ამიტომ, შესაძლოა მას საერთოდაც ვერ ეპოვნა.
გარდა ამისა, ერთ-ერთმა გოგონამ კომენტარში ისიც აღნიშნა, რომ მასაც დედისგან სურდა მსგავსი დავალება მიეღო.