დედამ ძალიან უცნაური მეთოდი მოიფიქრა, როგორ მიაჩვიოს შვილი ოთახის დალაგებას
ბეტან ენტვისტლმა უცნაური მეთოდი მოიფიქრა, რომ მის ქალიშვილს ოთახი დაელაგებინა. მან ტიკ-ტოკზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მოზარდი გოგონას ჭუჭყიანი ოთახია ნაჩვენები. იატაკზე ნივთები ეყარა, საწოლი არ იყო დალაგებული, უჯრები ღია იყო. ვიდეოში ქალმა ასევე აჩვენა ისიც, თუ როგორ მალავს საკრედიტო ბარათებს ოთახში არსებული ჭურჭლისა თუ სუვენირის ქვეშ.
მან განაცხადა, რომ თუ მისი ქალიშვილი ოთახს დაალაგებს და იპოვნის საკრედიტო ბარათებს, შეეძლება დახარჯოს ფული, რაშიც ენდომება. ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და მილიონობით ნახვა აქვს.

ზოგიერთი მომხმარებელი იმასაც აღნიშნავ
და, რომ ოთახი არც ისე დასალაგებელი იყო და დავალებაც საკმაოდ მარტივად გამოიყურებოდა. ნაწილს ბარათების ადგილმდებარეობა არ მოეწონა. აღნიშნავდნენ, რომ გოგონას შესაძლოა დაელაგებინა ოთახი, მაგრამ, ის ნივთები, რომელთა ქვეშაც საკრედიტო ბარათები იმალებოდა, არეულობასთან დაკავშირებული არ იყო, ამიტომ, შესაძლოა მას საერთოდაც ვერ ეპოვნა.

გარდა ამისა, ერთ-ერთმა გოგონამ კომენტარში ისიც აღნიშნა, რომ მასაც დედისგან სურდა მსგავსი დავალება მიეღო.
3430
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
advokati
0
იურიდიული დოკუმენტების შედგენა(სარჩელი,შესაგებელი,საჩივარი,განცხადება,ხელშეკრულება, ა.შ) ✅ ქონების/ბიზნესის რეგისტრაცია(მიწა,სახლი,მანქანა,ორგანიზაცია) ✅ საბანკო დავები(ონლაინსესხები,ლიზინგი და სხვა) ✅ მემკვიდრეობა;(სამკვიდრო ქონების მიღება, წილი ა.შ) ✅ საოჯახო სამართალი (განქორწინება,ალიმენტი ა.შ) ✅ სახელშეკრულებო დავებიჩუქება,ნასყიდობა,იპოთეკა,სესხი,იჯარა ✅ შრომითი უფლებების დარღვევა და ა.შ ✅ემიგრანტის წარმომადგენლობა
13:46 / 28-09-2020
ანა
0
ვა მის პატტროსნ და მერე ტქვებნსას, ბავშვმა ხომ შეიძლებვა რ=ტავი მოიკლას! ამაზე მეტი დამცირება რა არის?1 ბავშვს რომ როგორც ფეხს აიდგამს იქიდან მიაჩვევ წესრიგს მერეც ეგრე იქნება და დასავლეტში კერზოდ ჰოლანდიაში ეგრეა ყველა ბავშვი! ჩემი შვილი მუდამ ტავად ალაგებდა ტავის ოტახს და არანირ ზეწოლა არ მჭირდებოდა, ერტხე;ლ ვიუტხარი ტავიდნავე და ტავად აკეტებდა ანუ ბავსვს რასაც ტავიდან მიაჩევე მუდამ ეგრე იქნება
13:58 / 26-09-2020
...
0
გაღაჟღაჟებთ ხომ?
11:33 / 26-09-2020
ლილიანა
2
არა მგონია, კარგი იდეა იყოს. ბავშვს ფულის მიღების სანაცვლოდ თუ გაუჩნდება ოთახის დალაგების სურვილი, ასე ვერც სისუფთავეს მიეჩვევა და ვერც წესრიგს. სჯობს, მშობლის მაგალითზე მიეჩვიოს ლაგებას, მშობელმა სთხოვოს ხოლმე დახმარება და მერე შეაქოს. აღნიშნოს სხვაობა, რომ ახლა მისი ოთახი გაცილებით კარგად გამოიყურება და სუფთაა და ა.შ.
13:15 / 25-09-2020
მსგავსი სიახლეები