შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი პაციენტიდან ერთ-ერთი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გუშინ გაწერეს.
თამუნა არღვლიანს კლინიკასთან ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები დახვდნენ.
ადგილზე გადაღებულ ემოციურ კადრებს სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელი "სალი სალი" ავრცელებს:
"შატილის საბედისწერო ავრიას გადარჩენილი სამი პაციენტიდან ერთერთი თამუნა თამო არღვლიანი კლინიკიდან დღეს გაწერეს. მადლობა ღმერთო ამ სასწაულისთვის. გილოცავთ ყველა თქვენთაგანს და ყველა სანათესაოს ამ დიდ სიხარულს" - წერს ინტერნეტმომხმარებელი ვიდეოს კომენტირებისას.