ჭორები, რომელიც ბოლო დროს ვრცელდებოდა, სინამდვილე აღმოჩნდა - ქეთა თოფურიამ კვლავ გადაწყვიტა დაქორწინება.
ბიზნესმენ ლევ დენგოვისა და ქეთას რომანის შესახებ 2019 წლის ოქტომბრიდან გავრცელდა ხმები. მოგვიანებით იმსაც წერდნენ, რომ ქეთა ორსულად იყო, თუმცა ეს ხმები არ დადასტურებულა.
მერე ქეთას არათითზე ბრილიანტი ბეჭედიც გამოჩნდა, თუმცა კომენტარს არც მომღერალი აკეთებდა და არც ბიზნესმენი.
ბოლოს იმდენი და იმდენნაირი ვერსია ვრცელდებოდა, ქეთამ გადაწყვიტა, რომ თავად გაეკეთებინა კომენტარი და პორტალ Peopletalk-თან დაადასტურა, რომ ნამდვილად თხოვდება. რომ ლევმა მას ცოლობა სთხოვა და ისიც დათანხმდა.
ეს ფაქტი ჯერ კიდევ ორი თვის წინ მოხდა და შეყვარებულები ახლა ქორწინებისთვის ემზადებიან.