
საქართველოში აჭარაში ფიქსირდება ვირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ამის გამო შეიზღუდა მუნიციპალური და საქალაქთაშრისო ტრანსპორტის გადაადგილება. დიდ ქალაქებში კი სკოლაში სიარულს მხოლოდ პირველიდან მეექვსე კლასამდე მოსწავლეები შეძლებენ. ესპანეთში ბარები და რესტორნები მხოლოდ რამდენიმე საათით იმუშავებენ, დიდ

ამ ფონზე, ყველაზე საოცარი ისაა, რომ იმ ქალაქში, საიდანაც ვირუსი მთელ მსოფლიოს მოედო, ცხოვრება გაჩაღდა. მასობრივი ღონისძიებები საკმაოდ მშვიდად ტარდება, გასართობი ღონისძიებები აკრძალვების გარეშე მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, პირბადის თანხლებით, მაგრამ, ახლა ყველა ასე დადის.

საილუსტრაციოდ გამოდგება ფოტო, სადაც ჩანს, როგორ ერთობა აუზში უამრავი ადამიანი დიჯეის თანხლებით. ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. იმისათვის, რომ ამხელა თავისუფება მოეპოვებინათ, ვუჰანის მცხოვრებლები უპირობოდ ასრულებდნენ ყველა ზომასა და აკრძალვას, რაც

მაშინ, როცა ნახევარი გაზაფხული გავიდა, 11 მილიონიანი მოსახლეობით ვუჰანმა ნელ-ნელა და ძალიან ფრთხილად დაიწყო შეზღუდვების მოხსნა. პირველ რიგში, აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაიხსნა სავაჭრო ცენტრები და რესტორნები.
ხალხი მოთმინებით ელოდა, როდის წავიდოდა სამსახურში, მაგრამ როცა 12 მაისს ცნობილი გახდა, რომ 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რამდენიმე დღით ისევ გამოაცხადეს კარანტინი და დაიწყეს მასობრივი ტესტირება. ძალიან სწრაფად გაისმა განგაშის ზარი. ისევ ისე, ყველა მოქალაქე დაემორჩილა კანონს და ტესტირებაც ყველამ ჩაიტარა და ის დღეებიც არავინ გასულა სახლებიდან.
შედეგად, ზაფხულში გაიხსნა ყველა დაწესებულება: ღამის კლუბები, სავაჭრო ცნტრები, კინოთეატრები, რესტორნები და კაფეები. სოციალური დისტანციის მოთხოვნა ყველგან მოქმედებს. ერთადერთი გამონაკლისი კლუბები და უკვე ხსენებული აუზია, სადაც მასობრივი შეკრებები ტარდება. ორგანიზატორებს არც იმის თქმის შერცხვათ, რომ გოგონებს ბილეთი ნახევარ ფასად შესთავაზეს იმ მიზნით, რომ უფრო მეტი ადამიანი შეეგროვებინათ.

ფოტომ ძალიან ბევრი ადამიანის აღშფოთება გამოიწვია, რადგან ერთი ადამიანის დაინფიცირება საკმარისია, რომ პანდემია ისევ თავიდან დაიწყოს. მაგრამ, სტატისტიკის მიხედვით, ვუჰანში მაისის შუა რიცხვებიდან ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
ეს სასწაულის დამსახურება კი არა, იმ ადამიანებისაა, რომლებსაც სახლში დარჩება აღარ სურდათ. ამიტომ, ისინი უპირობოდ ასრულებდნენ ყველა აკრძალვას, ატარებდნენ პირბადეს, რეგულარულად იტარებდნენ არა მხოლოდ ხელის, არმედ ფეხსაცმლის დეზინფექციას, მუდმივად ამოწმებდნენ ტემპერატურას და სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, დამოუკიდებლად, სხვისი მითითების გარეშე, რჩებოდნენ სახლში თვითიზოლაციაში. და ამ წესების დაცვას ახლაც აგრძელებენ.